10.თებერვალი.2019 13:00
ეკონომიკა, საზოგადოება

სამრეწველო საწარმოებისთვის ჯარიმა 20-30 ათას ლარამდე იზრდება

სამრეწველო საწარმოებისთვის ჯარიმა 20-30 ათას ლარამდე იზრდება
მსხვილი სამრეწველო ობიექტები, რომლებიც წარმოების პროცესში შესაბამის ფილტრებს არ იყენებენ და ჰაერს აბინძურებენ, გაზრდილ ჯარიმებს გადაიხდიან.

,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში’’ შესატანი ცვლილებების პროექტით, რომელიც მალე მთავრობას განსახილველად გადაეგზავნება, დარღვევისთვის ჯარიმები 20-30 ათას ლარამდეა გაზრდილი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კანონით მხოლოდ 500-1000 ლარი იყო, კანონდარღვევის განმეორების შემთხვევაში სანქციები ორმაგდება.

როგორც bm.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განუცხადა, ხშირია შემთხვევები, როცა სამრეწველო ობიექტები ფილტრების გარეშე მუშაობენ და წარმოების პროცესში ჰაერში, დადგენილ ზღვარზე მეტი მავნე ნივთიერება იფრქვევა, ზემოქმედების ბერკეტი კი არაეფიქტურია.

,, რეგულარული ინსპექტირებების ფონზე, საკმაოდ მაღალია სტატისტიკა, როდესაც საწარმოები უფრო მეტი რაოდენობით აფრქვევენ დამაბინძურებელ ნივთიერებებს, ვიდრე, კანონითაა დადგენილი. ფინანსური სანქციები კი იმდენად დაბალია, რომ საწარმოები ფილტრების შეძენას, ჯარიმის გადახდას ამჯობინებენ. ვფიქრობთ, რომ ამ მდგომარეობის შეცვლის გზა, სანქციების გაზრდა იქნება. 20-30 ათასი ლარის ფარგლებში იქნება ჯარიმები, ეს ის ზღვარია, რომელიც შემაკავებელ ეფექტს იქონიებს და სამრეწველო ობიექტების მფლობელებს გაუჩენს მოტივაციას დაამონტაჟონ ფილტრები”-განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის მონაცემებით, 2018 წელს ატმოსფერული ჰაერის დაცვის კანონმდებლობის დარღვევის 412 შემთხვევაა გამოვლენილი, დაკისრებულმა სანქციამ კი 166 300 ლარი შეადგინა
ავტორი: თამუნა დემეტრაშვილი



19.თებერვალი.2019 14:40
16

„იანვარში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი გაუმჯობესდა"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:20
152

როგორი იქნება განახლებული "შერატონ მეტეხი პალასი" - ფოტო

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:03
119

„2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:00
179

საქართველოს 10 მთავარი საიმპორტო საქონელი

ვრცლად
19.თებერვალი.2019 13:40
186

"ევროპულმა საქართველომ" საპენსიო რეფორმის შესაჩერებლად კანონპროექტი დაარეგისტრირა

ვრცლად
19.თებერვალი.2019 12:59
243

"ერთია, ანაკლიის პორტის მშენებლობა და მეორეა, ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ეხება უშუალოდ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ კონკრეტულ გარიგებას"

ვრცლად