15.მარტი.2016 11:39
ეკონომიკა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საქმიანობის შესამოწმებლად საქართველოში ICAO-ს აუდიტორები ჩამოდიან

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საქმიანობის შესამოწმებლად საქართველოში ICAO-ს აუდიტორები ჩამოდიან
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ვალიდაციის აუდიტს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მიმდინარე წლის აპრილში ელოდება. ICAO-ს აუდიტორები საქართველოში ჩამოსვლას მარტში გეგმავდნენ, თუმცა ვიზიტი ერთი თვით ICAO-ს გადაწყვეტილებით გადაიდო.
 
როგორც "ბიზნესკონტაქტს" სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, მისია 2013 წელს ჩატარებული ყოვლისმომცველი აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის კუთხით სააგენტოს მიერ გაწეულ საქმიანობას ადგილზე შეამოწმებს. მათი თქმით, 2013 წლის აუდიტმა აჩვენა, რომ 2007 წლის აუდიტთან შედარებით, საქართველოს აქვს 24%-ით უკეთესი საერთო მაჩვენებელი ICAO-ს მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით.

"სამწუხაროდ, მიუხედავად ამ მიმართულებით არსებული 44%-იანი გაუმჯობესებისა, "იკაოს" მიერ დაფიქსირდა ხარვეზი, რომელიც უკავშირდებოდა საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების სერტიფიცირების პროცესს. აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების კუთხით სააგენტომ გაატარა და უკვე დაასრულა ყველა აუცილებელი ღონისძიება. სააგენტომ შეიტანა ცვლილებები შესაბამის ნორმატიულ აქტში, გადაუდებელი ღონისძიებების ფარგლებში, სააგენტოს მიერ განხორციელდა სერტიფიცირებისას გაცემული სპეციალური ნებართვებისა და აღიარებების გადამოწმება განახლებული პროცედურებისა და კითხვარების შესაბამისად. ასევე, დამატებითი საინსპექციო შემოწმებები ჩაუტარდათ საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართულ ავიაკომპანიებს. შესაბამისი ინფორმაცია ატვირთულ იქნა ICAO-ს მონაცემთა ბაზაში, როგორც ამას ICAO-ს პროცედურა ითვალისწინებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ატვირთული ინფორმაციის შესწავლა ICAO-ს მიერ", - აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.



20.ივლისი.2018 14:10
13

რა ოდენობის ელექტრონული ნარჩენი წარმოიქმნება საქართველოში?

ვრცლად
20.ივლისი.2018 13:28
75

ღვინის ეროვნული სააგენტო „როსპოტრებნადზორის“ განცხადებას პასუხობს

ვრცლად
20.ივლისი.2018 12:00
128

"როსპოტრებნადზორი" ქართულ ალკოჰოლურ სასმელებზე კონტროლს ამკაცრებს

ვრცლად
20.ივლისი.2018 11:45
115

მწარმოებლების ახალი ვალდებულება - ელექტრონული ნარჩენების შეგროვება

ვრცლად
20.ივლისი.2018 11:20
43

ექსპორტის ფასების ინდექსი შემცირდა

ვრცლად
20.ივლისი.2018 11:00
46

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი შემცირდა

ვრცლად