მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტის მოწმობის მიღება მარტივდება

5ba376e4a87aa
BM.GE
20.09.18 14:30
664
სამოქალაქო ავიაციის სფეროში პილოტების პროფესიული მომზადების ხელშეწყობის, ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან (ICAO, Part FCL) შესაბამისობაში მოყვანის და პილოტებზე არსებული მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტებისთვის სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტის მოწმობის მიღება მარტივდება. შესაბამისი ცვლილებები „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ (სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანება) უკვე შევიდა.

ცვლილების მიხედვით, ICAO-ს Doc 9379-ის და მისი რეკომენდირებული პრაქტიკის გათვალისწინებით, თოთხმეტიდან ექვსამდე მცირდება სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტებისათვის სამოქალაქო ავიაციის პილოტის მოწმობის მისაღებად ჩასაბარებელი თეორიული გამოცდების რაოდენობა. კერძოდ, ავიაკომპანიის სატრანსპორტო/კომერციული პილოტის მოწმობაზე განმცხადებელმა ნაცვლად ამჟამად დადგენილი საგნებისა (1.საჰაერო სამართალი; 2.საჰაერო ხომალდის ზოგადი ცოდნა (პლანერი/სისტემები/ძალური დანადგარები); 3.საჰაერო ხომალდის ზოგადი ცოდნა (სახელსაწყო აღჭურვილობა); 4.მასა და ბალანსი; 5.საფრენოსნო მახასიათებლები; 6.საფრენოსნო დაგეგმვა და ზედამხედველობა; 7.ადამიანური შესაძლებლობები; 8.მეტეოროლოგია; 9.ზოგადი ნაოსნობა; 10.რადიონავიგაცია; 11.საექსპლუატაციო წესები; 12.ფრენის საფუძვლები; 13.ვფწ ფრაზეოლოგია; 14.სფწ ფრაზეოლოგია), თეორიული გამოცდები უნდა ჩააბაროს შემდეგ საგნებში:

1.საჰაერო სამართალი;
2.საფრენოსნო დაგეგმვა და ზედამხედველობა;
3.ადამიანური შესაძლებლობები;
4.საექსპლუატაციო წესები;
5.ვიზუალური ფრენის წესების ფრაზეოლოგია;
6.სახელსაწყო ფრენის წესების ფრაზეოლოგია.

ამასთან, მოყვარული პილოტის მოწმობის მაძიებელმა ნაცვლად ამჟამად დადგენილი საგნებისა (1.საჰაერო სამართალი; 2. საჰაერო ხომალდის ცოდნა; 3.საფრენოსნო მახასიათებლები და დაგეგმვა; 4.ადამიანური შესაძლებლობები; 5.მეტეოროლოგია; 6. ნაოსნობა; 7.საექსპლუატაციო წესები; 8.ფრენის საფუძვლები; 9.ფრაზეოლოგია), თეორიული გამოცდები უნდა ჩააბაროს შემდეგ საგნებში:

1.საჰაერო სამართალი;
2.ადამიანური შესაძლებლობები;
3.საექსპლუატაციო წესები;
4.ფრაზეოლოგია.