24.დეკემბერი.2018 09:52
ეკონომიკა, EU Georgia

სამკერვალო საწარმო ,,ელსელემა“ ევროპის ბაზარზე გასასვლელად ემზადება

სამკერვალო საწარმო ,,ელსელემა“ ევროპის ბაზარზე გასასვლელად ემზადება
კომპანია ,,ელსელემას“, რომელიც ორ სამკერვალო ფაბრიკას ფლობს თბილისსა და ლანჩხუთში, 2019 წლი თებერვალში საერთაშორისო სერთიფიკატის BSCI (Business Social Compliance initiative) მიენიჭება.

ამის შესახებ Bm.ge-ის სამკერვალო ფაბრიკა ,,ელსელემას“ დამფუძნებელმა ელგუჯა მამასახლისმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული სერთიფიკატი კომპანიას ევროკავშირის ბაზარზე შეღწევასა და დამკვიდრებაში დაეხმარება.

„ჩვენ გავითვალისწინეთ გერმანელი ექსპერტების მოთხოვნები და ყველა პირობა დავაკმაყოფილეთ, რაც მათ წამოგვიყენეს. ველოდებით საერთაშორისო სერთიფიკატს BSCI (Business Social Compliance initiative), რომელიც თებერვალში მოგვენიჭება. ეს სერთიფიკატი ევროპულ ბაზარზე ექსპორტის განხორციელებაში დაგვეხმარება. აღნიშნული სერთიფიკატი მოიცავს კომპანიაში უსაფრთხოების წესების დაცვას, ეფექტურობის გაზრდას, სამუშაო პროცესების უკეთ კოორდინაციას და სხვა. ჩვენ ამაზე თვეებია ვმუშაობთ“, - განაცხადა ელგუჯა მამასახლისმა.

მისივე განცხადებით, კომპანიის პრიორიტეტია ექსპორტზე გასვლა დაამ მიზნით მოლაპარაკებები უცხოურ კომპანიებთან უკვე დაწყებული აქვთ, თუმცა ამ ეტაპზე მათი დასახელებისგან თავი შეიკავა.

„ჩემი სტრატეგიაა მაქსიმალურად ექსპორტზე გადავერთო, რადგან ადგილობრივ ბაზარზე დიდი კონკურენცია შეიქმნა და ფასები ძალიან დაწეულია. ექსპორტზე მუშაობა ნიშნავს უფრო სტაბილურ შემოსავალს. ამ მიზნით, უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან,“ - განაცხადა მან.

ამჟამად, ,,ელსელემას“ ფაბრიკებში ძირითადად სახელმწიფო დაკვეთებს ასრულებენ; კერძოდ, ძალოვანი სტრუქტურებისთვის უნიფორმები იკერება.
მაია ბიწაძე
ავტორი: მაია ბიწაძე



21.იანვარი.2019 12:57
55

ევროკავშირში ექსპორტი 11,5%-ით გაიზარდა- მთავარი საექსპორტო ბაზარი ბულგარეთია

ვრცლად
21.იანვარი.2019 11:46
63

27 ახალი სკოლის მშენებლობაზე წელს 65 მილიონი ლარი დაიხარჯება

ვრცლად
21.იანვარი.2019 11:16
2960

საქართველოში მერაია ქერის კონცერტი გაიმართება

ვრცლად
21.იანვარი.2019 11:01
87

თურქეთის საზღვრისკენ მიმავალი მაგისტრალის რეაბილიტაციაზე 4,7 მლნ ლარამდე დაიხარჯება

ვრცლად
21.იანვარი.2019 10:13
362

“ფოთისთვის განსაკუთრებული ფინანსური სარგებელი არ აქვს არც პორტს და არც - კოლხეთის პარკს” - მერის მოადგილე

ვრცლად
21.იანვარი.2019 02:19
205

კალაძე “ყაზტრანსგაზის” ახალ მესაკუთრეებთან კავშირს უარყოფს

ვრცლად