02.თებერვალი.2016 11:27
საზოგადოება

სამინისტრომ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

სამინისტრომ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.

მინისტრის პირველი მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, პროგრამის მიზანია, ერთის მხრივ, ხელი შეუწყოს დევნილთა სოციალურ - ეკონომიკურ ინტეგრაციას მათ საცხოვრებელ ადგილზე, ხოლო მეორეს მხრივ, უზრუნველყოს მათი სახელმწიფო სუბსიდიაზე დამოკიდებულებიდან, თვითდასაქმებაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსების გზით, თვითკმარობაზე გადასვლა.

2016 წლისათვის პროგრამის განხორციელებისათვის გამოყოფილი თანხის მოცულობა 250 000 ლარს შეადგენს.

პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია:

1. სასოფლო სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც გულისხმობს თანადაფინანსებული გრანტების გაცემის გზით სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების დაფინანსებას, სასოფლო-სამეურნეო იარაღებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის/მექანიზაციის შესყიდვას;

2. თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა, როგორიცაა მცირე ბიზნეს ინიციატივებისა და თვითკმარობაზე მიმართული პროექტები.

საგრანტო პროგრამა ვრცელდება შემდეგ რეგიონებზე: სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი.

„საგრანტო განაცხადებს განიხილავს და შეჯიბრებითობის, გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით გამარჯვებულებს გამოავლენს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მიერ შექმნილი საგრანტო კომისია, რომლის წევრებსაც სამინისტროსა და სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად დამოუკიდებელი ექსპერტები წარმოადგენენ.

შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტის საშუალებით შესაძლებელი იქნება 2016 წლის 16 თებერვლამდე.

შეკითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@livelihood.gov.ge ანt.gavasheli@livelihood.gov.ge

ყველა შეკითხვა შესაბამის პასუხთან ერთად 2016 წლის 23 თებერვლამდე გამოქვეყნდება შემდეგ მისამართზე:http://livelihood.gov.ge/ge/faq

საგრანტო კონკურსისა და საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს და სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდებზე www.mra.gov.ge და www.livelihood.gov.ge . ასევე სამინისტროს და სააგენტოს Facebook გვერდებზე.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ღია კარის დღე, რომელიც 2016 წლის 26 თებერვალს 12:00 საათზე გაიმართება. ღია კარის დღეზე სამინისტროს და სააგენტოს თანამშრომლები ყველა დაინტერესებულ მხარეს შეხვდებიან.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 7 მარტი”, - განმარტავენ სამინისტროში.




09.დეკემბერი.2018 22:03
157

ბიზნესის შეფასებით, თამბაქოს ნაწარმის გარე ხილვადობის აკრძალვის აღსრულება არასწორად ხდება

ვრცლად
09.დეკემბერი.2018 19:38
51

”გამონაბოლქვის პრობლემა დაგვრჩება 1-2 წლის განმავლობაში მაინც“

ვრცლად
09.დეკემბერი.2018 16:42
120

კანონპროექტით არასრულწლოვნებისთვის პიროტექნიკის მიყიდვა იკრძალება

ვრცლად
09.დეკემბერი.2018 14:01
207

გარემოს დაცვის კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფი ჰაერის დაბინძურების მიზეზებზე ანგარიშს ამზადებს

ვრცლად
09.დეკემბერი.2018 12:00
80

არის თუ არა ქალი ანტერპრენიორებისთვის ინვესტიციების მოზიდვა უფრო რთული? - ენჯელ ინვესტორის მოსაზრება

ვრცლად
09.დეკემბერი.2018 11:00
45

გამაფრთხილებელი ნიშნები: რას უყურებს ენჯელ ინვესტორი - ბრიჯიტ ბომანის რჩევები სტარტ-აპებს

ვრცლად