08.მაისი.2016 13:38
ეკონომიკა, ბლოგი

სამინისტრო: ტყის მეორეხარისხოვანი რესურსის მოხმარებაზე გადასახადი არ დაწესდება

სამინისტრო: ტყის მეორეხარისხოვანი რესურსის მოხმარებაზე გადასახადი არ დაწესდება
პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად, დარეგულირდება მდინარეების კალაპოტში არსებული მოთხრილ-მოტეხილი რესურსის განკარგვა. თემის დეტალებზე “ბიზნესკონტაქტთან“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე საუბრობს.
 
- რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი და ამ გზით კონკრეტულად რომელი პრობლემის გადაჭრას აპირებთ?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია მთელი იმ რეფორმებისა, რომლსაც ბუნებრივი რესურსების რაციონალური მოხმარების კუთხით სამინისტრო გეგმავს და მეორეს მხრივ იმ კუთხით, რომ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ჩვენს მოსახლეობას იმ რესურსზე ხელმისაწვდომობა, რომელიც მდინარის მიერ ამ შემთხვევაში ნარჩენის სახით არის ჩამოტანილი.

- რა რაოდენობის მერქნულ რესურსზე ვსაუბრობთ, რომელიც როგორც თქვენ აღნიშნავთ შეიძლება იკარგება?

- წარმოდგენილი კანონპროექტით არანაირი გადასახადი, მოსაკრებელი, სანქცია თუ რაიმე სხვა სახის შეზღუდვა მოსახლეობისთვის, რომელიც პირადი მოხმარებისთვის იყენებს ტყის მეორეხარისხოვან რესურსს არ დგინდება. თუ მე ერთი ადამიანი მაინც ამომაკითხებს ამგვარ ჩანაწერს აღნიშნულ კანონპროექტში მადლობელი ვიქნები. ეს არის კანონპროექტი, რომელიც პირიქით მოსახლეობას საშუალებას მისცემს, რომ გარდა იმ ფიჩხისა, რომლის შეგროვებაც კანონმდებლობით დაშვებულია ჯერ კიდევ 1999 წლიდან მოსახლეობას დამატებით საშუალება მიეცეს, რომ ყოველგვარი შეფერხების გარეშე და მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურების დატოვებული შეტყობინებით მოახდინოს რესურსის ამოღება. შეტყობინებას არ დაექვემდებარება 12 სანტიმეტრამდე წვრილი ბოლოდან დიამეტრის რესურსი, რომელიც ფიჩხზე მეტია და შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულებით გარდა შეშისა, მისი გამოყენება.

- მერქნული რესურსის მოპოვება დასაწყობების პროცესი როგორ გესახებათ. რა მოხდება, მდინარეების ნაპირებზე საგუშაგოები დადგება, რომლებიც გააკონტროლებენ თუ პროცესი როგორ იქნება?

- მოსახლეობას საშუალება ექნება, რომ მდინარის კალაპოტიდან ფიჩხზე მეტი მოცულობის რესურსი ამოიღოს და უპრობლემოდ მოახდინოს მისი ტრანსპორტირება და მას ამაში არავინ არ მოედავება და არც მოსაკრებელს გადაიხდის ამისთვის, რადგან მოსაკრებელი რესურსის სახეობიდან გამომდინარე ორიდან შვიდ ლარამდეა და არც ერთ თეთრს არ გადაიხდის ამისთვის. მეორე საკითხი ისაა, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფლება ექნება, რომ ჭარბი აკუმულირების უბნებში და განსაკუთრებით ძალიან ბევრი გვაქვს ასეთი უბანი მდინარე ენგურში. ახლა წყალმოვარდნების პერიოდია, რომელიც წელიწადში ორჯერ არის და შესაბამისად ჩვენ დამატებითი აკუმულირების უბნებს ველოდებით. ეს არის ასობით კუბური მეტრი დამატებითი რესურსი. სატყეო სააგენტო თავისი სპეციალური ტექნიკით ამ ჭარბი აკუმულირების უბნების ამოწმენდას გეგმავს, იმ უბნების, სადაც მოსახლეობა ვერ შედის და ამ რესურსს ვერ გამოიყენებს.

- აქცენტი მხოლოდ ამ უბნებზე გაკეთდება?

- ამ უბნების ამოწმენდა მოხდება და ეს დამატებითი რესურსი იქნება, რომელიც ჩვენ სოციალური მიზნების გასაცემად დაგვეხმარება. მოგეხსენაბათ 600 000 კუბური მეტრი გვჭირდება დაახლოებით, რომ 450 000 დარეგისტრირებული კომლი დავაკმაყოფილოთ საქართველოს მასშტაბით, რაც ჩვენი ტყეებისთვის ძალიან დიდი დატვირთვაა. შესაბამისად ეს ერთი კომპონენტია, რომ დატვირთვა ხეებზე შევამციროთ და ჭარბი აკუმულირების უბნები, რომლებიც ტყის ფონდის მიღმა არის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით არის აკუმულირებული ენგურის კალაპოტში, ეს უბნები ამოვწმინდოთ და შემდეგ გავცეთ სოციალური მიზნებისთვის.

- კორუფციული რისკები ხომ არ ჩნდება და როგორ უნდა გაკონტროლდეს ის, რომ საბოლოო ჯამში მიზანს მაინც ვერ მივაღწიოთ?

- უკანონობისა და კორუფციული რისკების არსებობა ყოველთვის არის. ეს ახალი რეგულაცია არ არის, უბრალოდ ჩვენ სატყეო ფონდის გარეთ გავდივართ, თორემ ეს, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ტყის ფონდში ხდება ეს ყველაფერი, უბრალოდ ტყის ფონდი მონიშნულია და მის გარეთ მდინარეების კალაპოტებში გავდივართ იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში დამატებითი შემსუბუქება იქნება მოსახლეობისთვის, რომ მათ ფიჩხზე მეტი რესურსის მოპოვება შეეძლებათ ისე, რომ პრობლემა არ შეექმნებათ და მოსაკრებელს არ გადაიხდიან. ჩვენ ახალი რამის გამოგონებაზე არ ვსაუბრობთ, ეს არის არსებული რეგულაციები იმ განსხვავებით, რომ მოსახლეობას მეტი შესაძლებლობა ექნება მეტი ზომის ფიჩხის უშიშრად და სრულიად უსასყიდლოდ მოპოვების თვალსაზრისით.



20.სექტემბერი.2018 10:00
31

გიორგი ხიშტოვანი: ანტიდემპინგური კანონმდებლობა ჩვენ არ გვჭირდება

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 20:30
262

შემოსავლების სამსახურმა, შესაძლოა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სია შექმნას

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 20:00
327

საქართველოს უმსხვლესი საექსპორტო პროდუქცია

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 19:17
38

საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 19:15
78

საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პროდუქცია ნავთობპროდუქტებია

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 18:17
261

"მთის კურორტების კომპანია" ერთ კომპანიასთან გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებას მეათედ აფორმებს

ვრცლად