12.ოქტომბერი.2017 12:53
საზოგადოება

სამინისტრო: თამბაქოს მოხმარება 25%-ით შემცირდა

სამინისტრო: თამბაქოს მოხმარება 25%-ით შემცირდა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის სპეციალურ სესიაში თამბაქოს გადასახადებთან დაკავშირებით თემაზე სახელმწიფო ჯანდაცვა და შიდა რესურსების მობილიზაცია და მის მონაწილეებს გააცნო საქართველოს გამოცდილება და ძირითადი მიღწევები თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის შესახებ.

აღნიშნული სესია აშშ-ში, ქალაქ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

აღნიშნულ სესიაზე მთავარი მომხსენებლები იყვნენ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯიმ კიმი და ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი.

თავის გამოსვლაში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა მთავრობის ხედვაზე თამბაქოს მოხმარების შემცირების მიმართულებით საზოგადოების ყველა სეგმენტში, განსაკუთრებით, მოზარდებში. კერძოდ, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული ბრძოლა თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ და შესაბამისი საგადასახადო პოლიტიკა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია აღნიშნული რისკების შემცირების მიმართულებით.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოში 2013 წლიდან აქციზის განაკვეთები თამბაქოს ნაწარმზე ზრდადია და ბოლო 4 წლის განმავლობაში მან 5-ჯერ მოიმატა. შედეგად, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში თამბაქოს მოხმარება 25 პროცენტით შემცირდა, საბიუჯეტო შემოსავალი თამბაქოს აქციზით დაბეგვრიდან 150 პროცენტით გაიზარდა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში ასევე გაამახვილა ყურადღება აღნიშნულ პროცესში საქართველოს პარლამენტის როლსა და მიღებულ კანონზე, რომელიც აღნიშნული პრობლემის გაცილებით კომპლექსური მოგვარების შესაძლებლობას იძლევა. საუბარია არა მხოლოდ აქციზის განაკვეთის ზრდასა და სხვა ფისკალურ მეთოდებზე, რომელმაც ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შემცირებას ხელი უნდა შეუწყოს, არამედ ისეთ აქტივობებზე, როგორიცაა თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამის შეზღუდვა, აღნიშნული პროდუქციის შეფუთვასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე იმ ადგილების შეზღუდვა, სადაც მოწევაა შესაძლებელი და სხვ. დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოს პარლამენტის ჩართულობა ამ მიმართულებით და მის წევრებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მაგალითის შესახებ ინფორმაციას სესიის მონაწილეები დიდი ინტერესით შეხვდნენ.





18.სექტემბერი.2018 20:00
147

კომპანია "ჯეო ნიუ სტილი“ საპარტნიორო ფონდს დახმარებას სთხოვს

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 19:14
481

„აწარმოე საქართველო“ პრობლემური სტატუსის ბენეფიციარებისგან თანხის დაბრუნებას მოითხოვს

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 18:32
199

მძღოლებსა და ფინანსთა სამინისტროს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 17:30
244

ქუთაისიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 17:26
134

აქციის მონაწილე მძღოლებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე შეხვდება

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 17:04
66

აუდიტი: დანამატის გაცემის დროს მიზეზები უნდა იყოს დასაბუთებული კანონის მიხედვით

ვრცლად