მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტრო: ფრინველის ხორცთან დაკავშირებულ რეგულაციაში შეცდომაა

5b06c180639aa
მაია ბიწაძე
24.05.18 18:00
714
რეგულაციაში, რომელიც დახლზე გაყინული ფრინველის ხორცის შეფუთვას სავალდებულოს ხდის, შეცდომაა,-ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გელა ხანიშვილმა "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ხარვეზი რეგულაციის ძალაში შესვლამდე გამოსწორდება.

"ამ რეგულაციაში, რომელიც პირველი აგვისტოდან უნდა შევიდეს ძალაში, გაიპარა გარკვეული ტექნიკური უზუსტობა, რომლის გამოსწორებაზეც სახელმწიფო უწყებები უკვე მუშაობენ. კერძოდ, ჩანაწერში არის უზუსტობა, რომელიც მიანიშნებს არა იმას, რომ ერთგვაროვანი სახის პროდუქცია უნდა იყოს შეფუთული, მაგალითად ფრინველი ფრთები, ფრთის ძირი, ბარკალი და ა.შ. არამედ, იკითხება ისე, რომ ის უნდა იყოს მხოლოდ ერთი ფრინველის ფრთები, ერთი ფრინველის ბარკლები და სხვა ნაწილები.

ანუ რედაქცია არ აღმოჩნდა იმ იდეის ადეკვატური, რისთვისაც ის გამოიცა. ვიდრე აღნიშნული რეგულაცია ძალაში შევა, ეს ტექნიკური უზუსტობა გასწორდება და ჩვენ შესაძლებლობა გვექნება მასში ის სურვილები ავსახოთ, რაც საზოგადოების და ბიზნესის ინტერესებს გაითვალისწინებს.

ასევე საუბარია ახალი წესების შემოღებაზე ფრინველში წყლის შემცველობაზე, ფრინველის წარმოებაზე და სხვა, რაზეც ასევე ვმუშაობთ. წყლის შემცველობა ქათამში 5%-ით განისაზღვრება, ამ ცვლილებებს წლის ბოლომდე მივიღებთ",- განაცხადა გელა ხანიშვილმა.