მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამი პინგვინი" - $2 მლნ-იანი ინვესტიციით ბაკურიანს კიდევ ერთი სასტუმრო შეემატა

5c326a5b7f05c
თელარა გელანტია
07.01.19 15:02
3102
ბაკურიანში, 25-მეტრიან სათხილამურო გზასთან ახალი სასტუმრო „სამი პინგვინი“ გაიხსნა.

როგორც bm.ge-ის სასტუმროს მენეჯერმა გიორგი ლაგვილავამ განუცხადა, სასტუმროს ჯამური საინვესტიციო ღირებულება 2 მლნ დოლარია; ადგილზე 20 ადამიანია დასაქმებული, თუმცა უახლოეს მომავალში, დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა იგეგმება.

სასტუმრო „სამი პინგვინი“ 15-ნომრიანია და ერთდროულად 70 სტუმრის მიღება შეუძლია.

„სასტუმრო „სამი პინგვინი“ საახალწლოდ გავხსენით და უკვე ვუმასპინძლეთ პირველ სტუმრებს. მაქსიმალურად ვცდილობთ იდეალური გარემო შევუქმნათ დამსვენებლებს და ჩვენი პატარა წვლილიც შევიტანოთ საქართველოში ტურიზმის განვითარების კუთხით. ჩვენთან არის ერთოთახიანი, ოროთახიანი და სამოთახიანი, იზოლირებული ნომრები და იდეალური პირობა, რომ მრავალსულიანმა ოჯახმაც, შეძლოს კომფორტულად დასვენება", - ამბობს ლაგვილავა.

მისივე თქმით, „სამ პინგვინში“ ნომრების ფასი 70$-250$-მდე მერყეობს“.
 
ამასთან, სასტუმროს გააჩნია 180 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, ბავშვთა გასართობი ოთახი, როგორც დახურული, ასევე ღია კაფე-ბარი და „ღვინის რესტორანი“, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დააგემოვნოს როგორც - ქართული, ასევე ევროპული სასმელები და კერძები.