09.აგვისტო.2018 17:39
საზოგადოება

სამეგრელოში თხილის საშრობი ახალი საწარმო გაიხსნა

სამეგრელოში თხილის საშრობი ახალი საწარმო გაიხსნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში თხილის საშრობი და სასაწყობე ახალი საწარმო გაიხსნა, რომელიც არსებული სიმძლავრით 600-ზე მეტი ფერმერის მომსახურებაზეა გათვლილი. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საწარმოში 1000 ტონა თხილის გამოშრობა და 500 ტონა პროდუქციის დასაწყობებაა შესაძლებელი.

"ახალი საწარმო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და “აგრიჯორჯია-ფერეროს“ თანადაფინანსებით დაფუძნდა. საწარმოს გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი ესწრებოდნენ. იური ნოზაძემ ხაზი გაუსვა თხილის სექტორის პრიორიტეტულობას და განაცხადა, რომ ასეთი საწარმოების გახსნა დარგის განვითარებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა აღნიშნა, რომ ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის და სახელმწიფოს თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი", - განმარტავენ უწყებაში.



21.აგვისტო.2018 19:44
114

აგროდაზღვევის ბენეფიციარებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ

ვრცლად
21.აგვისტო.2018 17:00
141

RMG სამ წელში გარემოს დაცვითი სამუშაოებისთვის 30 მილიონის დახარჯვას გეგმავს

ვრცლად
21.აგვისტო.2018 16:30
245

ბათუმში ხმაურის გადაჭარბებისთვის 40-მდე ობიექტი დაჯარიმდა

ვრცლად
21.აგვისტო.2018 16:00
251

ბორდიურებზე მაგიდების განთავსებისთვის ბათუმში კაფე-ბარები დააჯარიმეს

ვრცლად
21.აგვისტო.2018 15:21
281

მაია ცქიტიშვილს ქუთაისში დევნილთა კორპუსების მშენებლობაზე შენიშვნები აქვს

ვრცლად
21.აგვისტო.2018 15:02
66

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტები დიდუბეში 11 მისამართზე დაფინანსდა

ვრცლად