05.თებერვალი.2016 10:11
ბიზნესი

სამეგრელოსა და აფახაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, რუხის სავაჭრო ცენტრის მშენებლობა დასრულდა

სამეგრელოსა და აფახაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, რუხის სავაჭრო ცენტრის მშენებლობა დასრულდა
საპარტნიორო ფონდმა ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში სავაჭრო ცენტრის მშენებლობა დაასრულა და მისი ოპერირებისთვის მზადება დაიწყო.
 
სავაჭრო ცენტრი მრავალფუნქციურია, შენობების საერთო ფართი 10 000 მ2-ს შეადგენს, კომპლექსი ჯამში 10 შენობითაა წარმოდგენილი, ხოლო სავაჭრო ცენტრის საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია.

როგორც საპარტნიორო ფონდში განმარტავენ, შენობები აგებულია ევროპული სტანდარტის დაცვით, რომელიც მიღებულია ამ ტიპის ობიქტების მშენებლობაში. სავაჭრო ფართები აღჭურვილია განათების, ვენტილაცია/კონდიცირების, გათბობის თანამედროვე სისტემებით.

სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია საცალო და საბითუმო მაღაზიები, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა.

როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, ადგილობრივი და ასევე საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები ემზადებიან სავაჭრო ცენტრში სრულფასოვანი ოპერირებისთვის, როგორც პროდუქციის მობილიზებით ასევე ტექნიკურად. ფონდის მხრიდან მათთვის მიმზიდველი კომერციული და ტექნიკური პირობებია შექმნილი.

სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. მშენებლობის პროცესში ობიექტზე დასაქმებული იყო 300 ადგილობრივი მაცხოვრებელი. ცენტრის გახსნის შემდეგ კი მუდმივად 1000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც პირდაპირ აისახება ამ რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური ცხოვრების გაუმჯობესებაზე.

პროექტის ღირებულება 15 მლნ ლარამდეა. სავაჭრო ცენტრის მშენებლობა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა საპარტნიორო ფონდის მიერ განხორციელდა. რუხის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი სრულყოფილ ოპერირებას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.



21.ივლისი.2018 21:36
440

კახეთში ხორცის გადამამუშავებელი ახალი საწარმო იხსნება

ვრცლად
17.ივლისი.2018 14:15
108

ნიკორა საწესდებო კაპიტალის შემცირების მიზეზს განმარტავს

ვრცლად
15.ივლისი.2018 15:39
113

"ნიკორამ'' საწესდებო კაპიტალი $3.25 მილიონით შეამცირა

ვრცლად
14.ივლისი.2018 16:00
142

საბროკერო კომპანია Fx Group-ში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

ვრცლად
09.ივლისი.2018 17:35
283

"ალდაგის'' შვილობილი კომპანია "პრემიუმ რეზიდენსი" ტექდათვალიერების ბიზნესში შედის

ვრცლად
01.ივლისი.2018 20:58
355

“ET CETERA” ახალ ალკოჰოლურ სასმელს ამატებს

ვრცლად