მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის გრანტი მოიპოვა

58eb26e061fc0
BM.GE
10.04.17 10:31
1521
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ნევროლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა, ზურაბ ნადარეიშვილმა, სამეცნიერო კვლევის ჩასატარებლად, აშშ ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის გრანტი მოიპოვა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი მეცნიერი ამჟამად, ჯონს ჰოპკინსის ჰოსპიტალის (აშშ) ინსულტის ცენტრს ხელმძღვანელობს და პარალელურად, ქართველ მეცნიერებთან ერთად, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ მნიშვნელოვან კვლევაზე მუშაობს.

ზურაბ ნადარეიშვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად, არის საერთაშორისო წამყვან სამედიცინო ჟურნალებში გამოქვეყნებული 25 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, იგი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა.

ამერიკის ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის საბჭოს სერტიფიცირებული დიპლომანტი, ამერიკის ჯანმრთელობის დეპარტამენტის ჯილდოს მფლობელი, ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო სისტემის საუკეთესო ექიმ-კონსულტანტად აღიარებული ზურაბ ნადარეიშვილი, სისტემატიურად ჩამოდის სამშობლოში ქართველ პაციენტებთან შესახვედრად, ხოლო ამერიკაში, საქართველოდან ჩასული კოლეგების, მეცნიერების, სტუდენტების კეთილი მასპინძელია.