მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამედიცინო და სპა ტურიზმის პოტენციალის შესწავლის მიზნით კვლევები ჩატარდება

596b26823a5f1
თელარა გელანტია
16.07.17 14:00
979
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სამედიცინო და სპა ტურიზმის პოტენციალის შესწავლის მიზნით კვლევების ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ „ანალიტიკას“ სააგენტოს ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ განუცხადა.

"უცხოური კომპანიების მხრიდან საკმაოდ დიდია ინტერესი წარმოების მიამრთულებით. ასევე, მინდა გამოვყო ის სეროები, რაზეც ვაპირებთ აქცენტი გავაკეთოთ და ვიმუშაოთ. მათ შორისაა ბიზნეს-პროცესების აუთსორსინგი. გარდა ამისა, ვფიქრობთ, ფარმაცევტული მიმართულებით, ასევე, სამედიცინო და სპა ტურიზმის ნაწილში კვლევების მიმართულება გავაძლიეროთ და შევისწავლოთ პოტენციალი", - განაცხადა მორგოშიამ და დასძინა, რომ სააგენტო უკვე მუშაობს ამ სფეროებით დაინტერესებულ ინვესტორებთან.