06.იანვარი.2016 11:23
საზოგადოება

სამ საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული

სამ საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის, თოვლის, ლიპყინულისა და მდინარის ადიდების გამო, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები დაწესებულია სამ საავტომობლო გზაზე:
 
მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი წვიმისა და ინტენსიური თოვის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის 2 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე სპეციალური რეჟიმი დაწესდა. აღნიშნული გზის 206–ე კმ-ზე მდინარე ჩხარას ადიდების შედეგად დაზიანდა დროებითი შემოვლითი გზა, რის გამოც აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადები გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე. აღნიშნული მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის კმ55-კმ152 (იგოეთი-ხევი) მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა–გუდაურის(ფოსტას) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-მლეთისა და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ71 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ37-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ50-კმ71 მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების - ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მგზავრთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოძრაობა აიკრძალა 4 საავტომობილო გზაზე:

ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე თავისუფალია.

ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110–კმ146 (როდიონოვკა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ20-კმ30 მონაკვეთზე.



20.მარტი.2019 14:48
197

გაგარინის მოედანზე „იოლის“ მაღაზიიდან მოქალაქემ ვისკი მოიპარა

ვრცლად
20.მარტი.2019 13:37
285

მერია მშრალი ხიდის რეაბილიტაციას იწყებს - სად გადავლენ მოვაჭრეები?

ვრცლად
20.მარტი.2019 13:19
710

Swarovski გატეხეს - წაღებულია ფულის შესანახი ცარიელი ყუთი

ვრცლად
20.მარტი.2019 11:47
360

"27 ოჯახს გავაბედნიერებთ - მათ საცხოვრებელი ფართი დაუკანონდებათ"

ვრცლად
20.მარტი.2019 11:38
450

ექსპლოატაციაში მიღებამდე, შესაძლოა, საცხოვრებელ შენობებში ცხოვრება აიკრძალოს

ვრცლად
20.მარტი.2019 11:36
340

მერია მიკროავტობუსებისთვის 12 ახალ სავალდებულო გაჩერებას ამატებს

ვრცლად