მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ლაზიკა კაპიტალის” აღმასრულებელი დირექტორის ბესო შენგელიას განცხადებით, 1 იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციების შესაფასებლად 1 თვე საკმარისი არაა, მაგრამ 2018 წლიდან ამოქმედებული რეგულაციები საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპზე უკვე აისახა.
„რა თქმა უნდა, რამდენიმე მსხვილი მისო-ს ტრენდის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 2018 წლის მეორე ნახევრიდან ზრდა იყო მნიშვნელოვნად შემცირებული. მეორეს მხრივ, აშკარად შეინიშნება პორტფელის რისკიანობის ზრდა“, - განაცხადა ბესო შენგელიამ.
bm.ge-თან საუბრისას მან უშუალოდ „ლაზიკა კაპიტალის“ მაგალითიც მოიყვანა, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც თავადაა.
„ჩვენი კომპანიის - „ლაზიკა კაპიტალის“ მაგალითზე, შემიძლია ვთქვა, რომ რეგულაციები, რომელიც 2018 წლის მაისიდან დაიწყო, უკვე აისახა საკრედიტო პორტფელის ზრდაზე - დაგეგმილი გვქონდა 40%-იანი ზრდა და სინამდვილეში 15-20 პროცენტიან ზრდას ვერ გავცდით.
2019 წელი როგორი იქნება, ამაზე საუბარი ან პროგნოზის გაკეთება იანვრის მაგალითზე ძნელი იქნება და ალბათ ჯამში, მინიმუმ 6-თვე მაინც უნდა გავიდეს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს შედარდეს და ეფექტი ვნახოთ“, - განაცხადა შენგელიამ და დასძინა, რომ ზოგადად, იანვარი ისედაც პასიური თვეა.
10.თებერვალი.2019 14:00
საფინანსო სექტორი
„საკრედიტო პორტფელის 40%-იანი ზრდა გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ 15-20%-იან ზრდას ვერ გავცდით“
