მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონტეინერო გადაზიდვების ჩინური ოპერატორი თავის კონკურენტს 6.3 მილიარდ დოლარად შეიძენს

596790535e35d
BM.GE
13.07.17 19:19
1447
საკონტეინერო გადაზიდვების ჩინური ოპერატორი Cosco Shipping Holdings-ი თავის კონკურენტს Orient Overseas International 6.3 მილიარდ აშშ დოლარად შეიძენს.

Bloomberg-ის ცნობით, გაერთიანებული კომპანია საკონტეინერო გადაზიდვების გლობალური ოპერატორების ბაზარზე მესამე იქნება, რომელიც ისეთ მსხვილ გადაზიდვების კომპანიებს გაუსწრებს, როგორიც ფრანგული CMA CGM-ი, დანიის უმსხვილესი გადამზიდავი A.P. Moller-Maersk-ი და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი შვეიცარიული საზღვაო-სატრანსპორტო კომპანია Mediterranean Shipping-ია.

ამჟამად Cosco-ი ბაზრის 8.4%-ს აკონტროლებს, Orient – 3.2%-ს, CMA CGM – 11.3%-ს. გაერთიანებული კომპანია 400-ზე მეტი გადამზიდავი გემის მფლობელი იქნება.
არსებული ინფორმაციით, ჩინურმა კომპანიამ Orient-ის აქციონერებს თითო აქციაში 78,67 ჰონკონგური დოლარი შესთავაზა. აღნიშნული გარიგების წარმატებით დასრულებს შემთხვევაში, COSCO Orient-ის 90.1%-ის და Shanghai International Port-ის 9.9%-ის მფლობელი გახდება. აღსანიშნავია, რომ Cosco-ს კონსულტანტი შვეიცარული საფინანსო მომსახურების კომპანია UBS-ია, ხოლო Orient-ის კი - საფინანსო კორპორაცია JPMorgan Chase-ი.