მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონსტიტუციომ დაცვის პოლიციის წინააღმდეგ სარჩელი წარმოებაში მიიღო, თუმცა მისი განხილვა ჯერ-ჯერობით არ დაწყებულა

592bc0e4eddea
BM.GE
29.05.17 10:33
2089
საკონსტიტუციო სასამართლომ დაცვის პოლიციის წინააღმდეგ სარჩელი წარმოებაში მიიღო, თუმცა მისი განხილვა ჯერ-ჯერობით არ დაწყებულა. სარჩელი არასამთავრობო ორგანიზაციამ "კონკურენციის დაცვის ცენტრმა" ჯერ კიდევ გასულ წელს შეიტანა. დაცვის კომპანიები იმ ნორმების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც დაცვის პოლიცია კერძო დაცვითი კომპანიების კონტროლს და ამავდროულად, კერძო დაცვით საქმიანობას ახორციელებს.

კომპანიები ამბობენ, რომ დაცვის პოლიციის საქმიანობით მათ პრობლემები ექმნებათ და დაცვის პოლიცია ბაზარზე დომინანტურ ადგილზე იმყოფება. კომპანია United Security-ის დამფუძნებელი დავით მუმლაძე „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში საქმის განხილვების დაწყებას არ ვარაუდობს.

„ამ დრომდე ჩანიშნული არაა სხდომა, ეს სასამართლოს დატვირთულობის ბრალია თუ რისი ვერ გეტყვით. შემოსავლებიც არ შემოდის იმ დოზით რა დოზითაც უნდა შემოვდეს. თამაში წესები არაა ნათელი, გარემო კი არაკონკურენტულია“, - ამბობს დავით მუმლაძე.