მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონსტიტუციო ჩანაწერი უცხოელების მხრიდან ყველა ტიპის მიწის ფლობას კრძალავს

5971df5010a7a
BM.GE
21.07.17 15:01
1669
საკონსტიტუციო ცვლილებების დღეს არსებულ პროექტში, რომელიც ერთი თვის წინ მეორე მოსმენით მიიღეს, ჩანაწერი კრძალავს უცხოელის მხრიდან “მიწის”, და არა მხოლოდ “სასოფლო-სამეურნეო მიწის”, ფლობას, - ამის შესახებ ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ "ანალიტიკასთვის" ექსკლუზიურად მოწოდებულ წერილში ვკითხულობთ.
ამერიკის სავაჭრო პალატა განმარტავს, რომ როგორც ბიზნეს ასოციაციები, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მუშაობენ მთავრობასთან, რათა აღნიშნული ჩანაწერი შეიცვალოს და მიწის უცხოელების მიყიდვის აკრძალვა ყველა ტიპის მიწაზე არ გავრცელდეს.

"ამერიკის სავაჭრო პალატა ყურადღებით ადევნებს თვალს მიწის საკუთრების საკითხს უცხოელებთან მიმართებაში. საკონსტიტუციო ცვლილებების დღეს არსებულ პროექტში, რომელიც ერთი თვის წინ მეორე მოსმენით მიიღეს, ჩანაწერი კრძალავს უცხოელის მხრიდან “მიწის”, და არა მხოლოდ “სასოფლო-სამეურნეო მიწის”, ფლობას. ამჟამად, ჩვენ სხვა ბიზნეს ასოციაციები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ, მესამე მოსმენისთვის ამ ჩანაწერის შეცვლის მიმართულებით, რათა ჩაიწეროს “სასოფლო-სამეურნეო მიწა”.

საკონსტიტუციო ცვლილებაში აღნიშნულია, რომ მიწის საკუთრების საკითხები და მათ შორის გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დარეგულირდეს ორგანული კანონით. ამ ეტაპზე, ჩვენ ვმუშაობთ რეკომენდაციებზე ორგანულ კანონთან დაკავშირებით, რომელსაც მთავრობას წარვუდგენთ“, - აღნიშნავს ამერიკის სავაჭრო პალატა.