მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკაბელოების ნაწილმა 6 ქართული არხი, შესაძლოა, სამუდამოდ გათიშოს

59e5e9c0a4f8e
BM.GE
17.10.17 15:27
1385
ქართული არხები საკაბელო ტელევიზიების ნაწილმა, შესაძლოა, სამუდამოდ გათიშონ, -ამის შესახებ საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თეონა ბერუაშვილმა განცხადა. მან არხების შესაძლო გათშვა პირველი დეკემბრიდან დააანონსა. 

"ამ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ ვინც არ იცის რა ხდება ამ დარგში, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, გაიგოს ყველამ, რომ პირველ დეკემბერს ეს არხები, შესაძლოა, სამუდამოდ გაითიშოს. არ მოხდეს ისე, რომ პირველ დეკემბერს გაითიშოს და დაიწყოს კითხვები, რატომ მოხდა ასე, რატომ არ გაკეთდა თქვენი მხრიდან განცხადება და ა.შ. ყველას მივაწვდინეთ ხმა, ვისაც ხელეწიფება, რომ იმოქმედოს",- განაცხადა ბერუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს 6 ქართული არხი საკაბელო ოპერატორების ნაწილმა საპროტესტოდ გათიშა. მიზეზი ისაა, რომ ტელევიზიები "მედია რაითს ჯორჯიას" შუამდგომლობით რეტრანსლაციაზე დამატებით თანხებს ითხოვენ.