მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჯარო მოხელეებს 12 კლასი მიენიჭებათ და საკლასო დანამატებს მიიღებენ

5904eb8b46787
BM.GE
30.04.17 12:00
14770
მთავრობამ პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესი დაამტკიცა. დადგენილება ძალაში 1 ივლისიდან შედის და ის საჯარო მოხელეებისთვის 12 კლასის მინიჭებას ითვალისწინებს.

მოხელის კლასი განსაზღვრავს მოხელის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების დონეს.

მთავრობის დადგენილებით, მოხელისათვის მოხელის კლასის მინიჭების მიზანია მოხელის მოტივაციის ამაღლება, მატერიალური კეთილდღეობის ხელშეწყობა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის უზრუნველყოფა.

მოხელის კლასების საერთო რაოდენობაა 12, სადაც პირველი კლასი არის ყველაზე დაბალი კლასი, ხოლო მე-12 – ყველაზე მაღალი კლასი.

მოხელეს მოხელის კლასს ანიჭებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარდგინებით.

მოხელეს, რომელსაც მიენიჭა მოხელის კლასი, ეძლევა თანამდებობრივი სარგოს დანამატი – საკლასო დანამატი.

ა) ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი – მე-12 კლასი;
ბ) პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი – მე-11 კლასი;
გ) სახელმწიფო მრჩეველი – მე-10 კლასი;
დ) პირველი კლასის მრჩეველი – მე-9 კლასი;
ე) მეორე კლასის მრჩეველი – მე-8 კლასი;
ვ) მესამე კლასის მრჩეველი – მე-7 კლასი;
ზ) საჯარო სამსახურის პირველი კლასის მრჩეველი – მე-6 კლასი;
თ) საჯარო სამსახურის მეორე კლასის მრჩეველი – მე-5 კლასი;
ი) საჯარო სამსახურის მესამე კლასის მრჩეველი – მე-4 კლასი;
კ) საჯარო სამსახურის პირველი კლასის რეფერენტი – მე-3 კლასი;
ლ) საჯარო სამსახურის მეორე კლასის რეფერენტი – მე-2 კლასი;
მ) საჯარო სამსახურის მესამე კლასის რეფერენტი – პირველი კლასი.