მუნიციპალური განვითარების ფონდი, "საჯარო შენობების ენერგო-ეფექტურობის გაუმჯობესების“ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც 25 შენობა (სკოლები და მუნიციპალური ნაგებობები), ენერგო-ეფექტური ტექნოლოგიებით აღიჭურვება. პროექტის ღირებულება 4,7 მილიონი ევროა და იგი ჩრდილო-ატლანტიკური ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაციის (NEFCO) სესხითა და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი პარტნიორობის ფონდის (E5P) გრანტით ფინანსდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში, შესყიდვებზე ტენდერების გამოცხადება მალე დაიწყება. შენობები 12 ლოკაციაზეა შერეჩეული- მათ შორის 6 შენობა თბილისში, 6 ახალციხეში, 2-2 ზუგდიდსა და რუსთავში მდებარეობს. ჯამში 25 შენობის საერთო ფართი 70 000 კვ.მ-ია. პროექტის ფარგლებში, შენობების სახურავებსა და კედლებს თბოიზოლაცია გაუკეთდება, დამონტაჟდება ახალი სავენტილაციო სისტემები, შეიფუთება მილები, შენობებზე დამონტაჟდება მზის კოლექტორები და შეიცვლება განათების სისტემა ენერგოდამზოგავი LED ნათურებით.
10.ოქტომბერი.2018 17:22
საზოგადოება
საჯარო დანიშნულების შენობების ენერგო-ეფექტურობის გაზრდის პროგრამა იწყება
