მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იზრდება რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქციის წილი? - ბესო ნამჩავაძე საქმიან დილაში

BM.GE
10.09.20 10:45
755
2020 წლის იანვარ-ივლისში რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობამ თანხობრივად 473 მილიონს გადააჭარბა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რაოდენობრივად გაზრდილია უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების იმპორტის მაჩვენებლები.

იანვარ-ივნისში რუსეთიდან 214 ათასი ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისა და 223 ათასი ტონა ხრბლისა და მესლინის იმპორტი განხორციელდა რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 50 ათასი ტონით მეტი იყო. აღსანიშნავია რომ საანგარიშო პერიოდში რუსულ ხორბლაზე საქართველოს დამოკიდებულება 100%-მდე გაიზარდა. ასევე მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება მზესუმზირის ზეთის იმპორტის მიმართულებითაც.

რატომ იზრდება რუსეთზე იმპორტდამოკიდებლება და რა რისკები არსებობს ამ მიმართულებით?


სტუმარი: ბესო ნამჩავაძე - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ეკონომისტი;