მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ღირებულება 5 მლნ ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს

5b78052483267
თელარა გელანტია
18.08.18 15:35
811
საქართველოს მთავრობამ საჯარო და კერძო თანამშრომლობის დაფინანსების ზედა ზღვარი უნდა დაადგინოს.

ამის შესახებ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესშია ნათქვამი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფარგლებში სახელმწიფო ვალდებულების ზედა ზღვარი დგინდება სახელმწიფო ფინანსების მარეგულირებელი კანონმდებლობით, რომლის განსაზღვრის და სახელმწიფო ფინანსების მარეგულირებელ კანონმდებლობაში 2018 წლის 31 დეკემბრამდე ასახვის მიზნით, წინადადებების მომზადებას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს.

რაც შეეხება საჯარო და კერძო თანამშრომლობის კრიტერიუმებს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო და კერძო თანამშრომლობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) გრძელვადიანობა − საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მინიმალური ვადა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, მაგრამ არანაკლებ 5 წლით;

ბ) ღირებულება − 2020 წლის 1 ივლისამდე საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 5 000 000 ლარისა, ხოლო 2020 წლის 1 ივლისიდან საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ღირებულების მინიმალური ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით;

გ) კერძო პარტნიორის მიერ საჯარო მომსახურების გაწევა ან საჯარო ინფრასტრუქტურის შექმნა და მოვლა-პატრონობა ან/და ოპერირება და მოვლა-პატრონობა;

დ) საჯარო და კერძო პარტნიორებს შორის რისკების განაწილება;

ე) კერძო პარტნიორის მიერ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.