მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საია შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის გამკაცრებას ითხოვს

594ba16bba2f7
BM.GE
22.06.17 14:50
910
საია-მ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები საქართველოს პარლამენტს წარუდგინა. საია კანონპროექტით გათვალისწინებულ არაერთ რეგულაციას დადებითად აფასებს. თუმცა, ორგანიზაციის მოსაზრებით არსებობს რამდენიმე საკითხი, რომლის უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში დიდია რისკი დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა ვერ იქნეს სრულად უზრუნველყოფილი.

საია-ს მოსაზრებები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველი ორგანოს უფლებამოსილების სრულად გავრცელება ყველა დამსაქმებელზე, მის ხელთ არსებული ბერკეტების ნათლად გაწერა კანონის თანახმად, საწარმოთა შემოწმებისას სასამართლოს ნებართვის მოპოვების ვალდებულებისგან გათავისუფლება, სანქციის გამოყენების მიუხედავად გამოვლენილი დარღვევის გამოსწორების ვალდებულების ცალსახა დადგენა, კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის მექანიზმის გამართვა და მისი ეფექტურობის უზრუნველყოფა და სხვა. საგულისხმოა, რომ საია-ს მოსაზრებები სრულად ეფუძნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებულ ასოცირების შეთანხმებას, ევროპის საბჭოს დირექტივას დასაქმების ადგილებზე დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნის სპეციალური ღონისძიებების დანერგვის შესახებ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების - გერმანიის, ჰოლანდიისა და პოლონეთის გამოცდილებას ამ სფეროში. საია იმედს იტოვებს, რომ წარდგენილი მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება კანონპროქტის ავტორის/ინიციატორის და პარლამენტის მხრიდან.