მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეჯოში 200 ათასი ლარი დახარჯეს ბაზრის მშენებლობაში, რომელსაც არ იყენებენ

5c69219fc00db
სალომე მეცხვარიშვილი
17.02.19 13:00
752

2016 წელს მუნიციპალიტეტმა შპს „ჰორიზონტისგან“ შეიძინა ბაზრის მშენებლობის სამუშაოები, ღირებულებით − 196.2 ათასი ლარი. აუდიტის სამსახურის მიხედვით, შესყიდვის მიზანი იყო ტერიტორიაზე გარე მოვაჭრეებისათვის სავაჭრო დახლების მოწყობა და მშენებლობის დასრულებიდან უახლოეს პერიოდში ბაზარში გარე მოვაჭრეების განთავსება.

შესაბამისობის ანგარიშში ნათქვამია, რლომ ბაზრის მშენებლობის სამუშაოები დასრულდა 2017 წლის 26 ივნისს. შესწავლით კი ირკვევა, რომ ობიექტი არ არის შესული ექსპლოატაციაში და მისი ფუნქციური დატვირთვა არ ხორციელდება.

“პასუხისმგებელი პირის განმარტებით, გარე მოვაჭრეებმა უარი განაცხადეს ბაზარში განთავსებაზე და მოითხოვეს შენობაში სხვა საჭირო, დამატებითი კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარება. მუნიციპალიტეტი, აღნიშნული სამუშაოების განხორციელებამდე, ვერ ახერხებს გარე მოვაჭრეების ბაზრის შენობაში განთავსებას. მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის მშენებლობიდან გავიდა 1 წელზე მეტი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო შენობის ფუნქციონირებისათვის სათანადო პირობების შექმნა და დასახული მიზნის მიღწევა. აუდიტის ჯგუფმა 2018 წლის 18 სექტემბერს ადგილზე დაათვალიერა შესრულებული სამუშაოები. დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ სახურავიდან ჩამოდის ნაწვიმარი წყალი. შედეგად, დაზიანებულია შენობის კედლები, კერძოდ, ზოგიერთ ადგილას ჩამოცვენილია ბათქაში და საღებავი”,- ნათქვამია დასკვნაში.