მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგანელიძე TBC-ის საქმეზე: ეს თემა ანაკლიის პორტის სახელმწიფოებრივ პროექტს ვერ დაანგრევს

5c3a03b358401
თელარა გელანტია
13.01.19 11:55
1577
საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის აზრით, TBC ბანკის ირგვლივ შექმნილი ვითარება და მიმდინარე გამოძიება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებაზე გავლენას ვერ მოახდენს.

bm.ge-ის კითხვაზე - რადგან „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი TBC-ია, რამდენად შესაძლებელია, რომ მიმდინარე პროცესებმა გავლენა იქონიოს ანაკლიის პორტის ინვესტორების მოლოდინებსა და განწყობაზე, საგანელიძე ფიქრობს, რომ არსებული ვითარება ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ისეთ უმნიშვნელოვანეს პროექტზე, როგორიც ანაკლიის პორტია.

„ვერანაირ კავშირს ვერ ვხედავ; თუ არსებობს კითხვა რომელიმე ადამიანის მიმართ რომელიღაც წელთან დაკავშირებით, ეს გავლენას ვერ მოახდენს ქვეყნისთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს და დიდი პროექტთთან, როგორიცაა ანაკლიის პორტი... ნუ გავხდით ამ საკითხს ისე, თითქოს ეს თემა ანაკლიის პორტს, ზოგადად, სახელმწფოებრივ პროექტებს დაანგრევს - ვერ დაანგრევს, რადგან ეს არ არის სერიოზული თემა; უფრო მეტს ვიტყვი - არ უნდა იყოს ისე, რომ აი, ანაკლიის პროექტის გამო არ ღირს ამ თემაზე საუბარი, რადგან პროექტი გაჩერდება; ეს პირიქით, უფრო უარესად იმოქმედებს და ვიღაცეებს ეჭვებს გაუჩენს. სჯობს შეისწავლონ და გაირკვეს, რომ ყველაფერი არის წესრიგში“, - განაცხადა საგანელიძემ.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი „შორსაა იმ აზრისგან“, რომ შესაძლოა, TBC ბანკის ირგვლივ შექმნილი ვითარების მიზანი ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის ხელის შეშლა იყოს.

„თუ ვიღაცას ეს აქვს გონებაში და ჭკუაში, რა თქმა უნდა, მცდარი პოზიციაა; პროექტი განხორციელდება“, - აღნიშნა მან.

Bm.ge-ის კითხვაზე - შესაძლებელია, თუ არა საპარტნიორო ფონდიც ჩაერთოს „საუკუნის პროექტად“ აღიარებულ ანაკლიის პორტის აშენებაში, დავით საგანელიძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე ფონდი კონსორციუმის მონაწილე არაა, მაგრამ მან არც პროექტის განხორციელებაში ჩართვა გამორიცხა.

„ვნახოთ, არაა გამორიცუხლი, რომ რაღაც ეტაპზე საჭირო გახდეს სახელმწიფოს რომელიმე ფინანსური ინსტიტუტის ჩართვა და შეიძლება ეს იყოს საპარტნიორო ფონდი, მაგრამ ჯერჯერობით, ამაზე სუაბარი და არც აუცილებლობაა. თუ მომავალში რამე იქნა საჭირო, საპარტნირო ფონდი მზადაა, არათუ საუკუნის, არამე თუნდაც ერთი დღის პროექტებშიც ჩაერთოს, თუ ეს ქვეყნისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.

შეგახსენებთ, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე დარწმუნებულია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს „კანონის გაყალბებით სიარული, აზრადაც არ მოუვიდოდათ“.
ცნობისთვის: პროკურატურის ოფიციალური ვერსიით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა, ,,თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც ,,თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, თიბისი ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას.

„საგულისხმოა, რომ „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოიწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M” - ს, ვალი.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხნენ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის გამოკითხულია მამუკა ხაზარაძეც. გამოძიების ამ ეტაპზე, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების სრულყოფილად შესწავლისთვის, აუცილებელია დამატებითი დოკუმენტაციის და ინფორმაციის მოპოვება და შესწავლა, რისთვისაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 4 იანვარს შუამდგომლობებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს ,,თიბისი ბანკი“-დან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული შუამდგომლობები შესასრულებლად ჩაბარდა სს ,,თიბისი ბანკს“. საქმეზე საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გენერალური პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების შესახებ", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ ოფიციალური განცახდების გავრცელებამდე, საქმეს თავად „თიბისი ბანკი“ გამოეხმაურა ასევე საჯარო განცხადებით, რომელშიც ნათქვამი იყო, ბანკის მენეჯმენტი კატეგორიულად უარყოფს „ორკესტრირებული შავი პიარის ავტორების მიერ შეთითხნილ ბრალდებებსა და შეგნებულად დამახინჯებულ ფაქტებს“.

რაც შეეხება პროკურატურის მიერ გაკეთებულ კომენტარს დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით, საკითხი ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას, რომელიც:

· არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი ისე წინა ხელისუფლების დროს;
· არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული;
· ამასთან, მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია.

თიბისი ბანკი ვერ შეეგუება მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტს თიბისი ბანკის, მისი დამფუძნებლებისა და საერთაშორისო აქციონერების კანონიერი ინტერესების დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.