05.აპრილი.2016 14:46
ბიზნესი

საგანელიძე "რიქსოს ბორჯომიდან" თურქი მენეჯმენტის გაშვების ერთ-ერთ მიზეზად მენტალიტეტს ასახელებს

საგანელიძე "რიქსოს ბორჯომიდან" თურქი მენეჯმენტის გაშვების ერთ-ერთ მიზეზად მენტალიტეტს ასახელებს
"რიქსოს ბორჯომის" სასტუმროში თურქი მენეჯმენტის ცვლილება მოხდა. მათ შორის თანამდებობა დატოვა გენერალურმა დირექტორმა და დაახლოებით 10-12-მა თანამშრომელმა. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ "ბიზნესკონტაქტის" ეთერში განაცხადა, რომ მას პირადად ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები სასტუმროს მართვასთან დაკავშირებით, რომელიც "რიქსოსის" ხელმძღვანელობასაც გააცნო. კონკრეტულად რა პრობლემებზე იყო საუბარი, საგანელიძეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მიზეზი მენტალიტეტიც იყო.
 
"გარკვეული თემები სასტუმროში იყო მიუღებელი და არ ჯდებოდა იმ მენტალიტეტში და სტანდარტში, რომელშიც გვსურს რომ იყოს სასტუმრო "რიქსოსი".

ჩვენ გარკვეული შეხედულებები დავაფიქსირეთ "რიქსოსის" ხელმძღვანელობასთან. მოგეხსენებათ, რომ "რიქსოსი“ თურქული კომპანიაა, მე მათ ხელმძღვანელებს არაერთხელ შევხვდი და დავუფიქსირე ჩემი პოზიცია და პრეტენზიები, რამაც გამოიწვია "რიქსოსის“ გენერალური დირექტორის და მასთან ერთად 10-12 ადამიანის გათავისუფლება. მათგან ნაწილი ჩანაცვლდა, ნაწილი კი ჩანაცვლდება და მათ საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმები დაუწესდებათ, მოთხოვნები უნდა იყოს ძალიან მაღალი.

სასტუმროს მენეჯმენტი საკმაოდ რთული თემაა, დაწყებული ოთახების მოვლით, დიზაინით, დამთავრებული კვების ბლოკით, ეზოს მოვლა-პატრონობითა და სერვისით.

იყო გარკვეული შენიშვნები, აბსოლუტური დასაბუთებული და სერიოზული პრეტენზიებიც მქონდა, ვთხოვეთ რომ ეს ყოფილიყო გათვალისწინებული, რამაც გამოიწვია მენეჯმენტის ცვლილება", - განაცხადა დავით საგანელიძემ.



16.თებერვალი.2019 11:20
1716

მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:20
124

გიორგი ქობულია: აუცილებელია ბიზნესს კადრების გადამზადებაში დავეხმაროთ

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:00
2196

სახელმწიფო 50 000-2000 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 16:55
113

გამოწვევებით სავსე და წარმატებული 2018 წელი - "ელიტ ელექტრონიქსი"

ვრცლად
15.თებერვალი.2019 15:05
963

მაია ბითაძე: კ2 კოეფიციენტების ზრდა უძრავ ქონებას აუფასურებს

ვრცლად
15.თებერვალი.2019 14:26
839

რევაზ ვაშაკიძე: თუ მეტი გამჭვირვალობა არ იქნება, "თიბისი ბანკი" ჩამოიშლება

ვრცლად