მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში მინიმალური ხელფასი გაიზრდება - მაკრონი საპროტესტო აქციას გამოეხმაურა

5c0fcdefac2bc
ლევან თაღიაშვილი
11.12.18 18:41
1666
ემანუელ მაკრონი ინიციატივით გამოვიდა, რომ ქვეყანაში მინიმალური ხელფასი თვეში 100 ევროთი გაიზარდოს, გარდა ამისა ზე-განაკვეთური საათები აღარ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით.

ცვლილებები, სავარაუდოდ, 2019 წლის იანვრიდან შევა ძალაში და საფრანგეთის მთავრობას 8-დან 10 მილიარდ დოლარამდე დაუჯდება.

მიუხედავად ამისა, მაკრონი საკმაოდ პრინციპული ჩანდა.

მან განაცხადა, რომ სიმდიდრის გადასახადის დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა ის სერიოზულად იბრძოლებს ნებისმიერი თაღლითობის წინააღმდეგ.

მაკრონმა მომიტინგეები გააკრიტიკა და განმარტა, რომ არანაირი ბრაზი არ ამართლებს სამართალდამცავებზე თავდასხმას და მაღაზიებისა და ავტომობილების დარბევას.

Bloomberg-ის მონაცემებით, ამჟამად მინიმალური ანაზღაურება საფრანგეთში საათში 11.2 დოლარს შეადგენს.