მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთი Google-ს და Apple-ს უჩივლებს

5aa900658fd6b
BM.GE
14.03.18 14:57
1206
საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის, ბრუნო ლე მარის განცხადებით, ქვეყანა ამერიკული გიგანტების, Apple და Google წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში საჩივარს შეიტანს. მისი თქმით, ეს ორი კომპანია ფრანგული სტარტაპების წინააღმდეგ არაკანონიერად მოქმედებდნენ. მისი ვარაუდით, ტექნოლოგიურ გიგანტებს რამდენიმე მილიონიანი ჯარიმები დაეკისრებათ.

"მე მჯერა სამართლიანობაზე დაფუძნებული ეკონომიკის, სწორედ ამიტომ ვაპირებ წარვადგინო Apple და Google პარიზის ბიზნეს ტრიბუნალის წინაშე მათი არაკეთილსინდისიერი ბიზნეს პრაქტიკის გამო სტარტაპების წინააღმდეგ", - განაცხადა ბრუნო ლე მარმა.