მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთი გაზისა და ნავთობის მოპოვების შეწყვეტას გეგმავს

59c8a175b7997
BM.GE
25.09.17 10:22
1822
საფრანგეთი მიმდინარე წელს კანონმდებლობის მიღებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა ეტაპობრივად შეწყვეტს გაზისა და ნავთობის მოპოვებას. პრეზიდენტ ემანუელ მარკონს სურს, რომ 2050 წლისთვის საფრანგეთი გახდეს ნახშირბად ნეიტრალური ქვეყანა და სათბური გაზების ემისიების შეზღუდვას გეგმავს, რისთვისაც უარს ამბობს წიაღისეული საწვავის მოპოვებაზე, როგორც გლობალურ დათბობაზე მოქმედ მნიშვნელოვან ფაქტორზე.

მინისტრთა კაბინეტისთვის წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, საფრანგეთი აღარ გასცემს ძიებისა და მოპოვების ნებართვებს. ამჟამინდელი ნებართვების ვადის გაგრძელება ეტაპობრივად შეიზღუდება, ხოლო სრულად შეზღუდვა მოხდება 2040 წლისთვის, როდესაც საფრანგეთი შეწყვეტს ბენზინსა და დიზელზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების გაყიდვას.

თუმცა, გადაწყვეტილება მეტწილად სიმბოლური ხასიათისაა, ვინაიდან საფრანგეთი წელიწადში 6 მლნ ბარელ ნახშირწყალბადს მოიპოვებს, რაც მისი მთლიანი მოხმარების მხოლოდ 1%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა კვლავაც გააგრძელებს ნავთობის იმპორტსა და გადამუშავებას. ეკოლოგიის მინისტრის ნიკოლას ჰულომ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ემსახურება საფრანგეთის მიზნებს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით და სხვა ქვეყნებისთვის წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს. ახალი კანონი გავლენას მოახდენს ისეთი კომპანიის საქმიანობაზე, როგორიცაა ფრანგული Total, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ შეჩერებული აქვს ნავთობის მოპოვება ხმელეთზე, ჯერ კიდევ სარგებლობს ოფშორზე მოპოვების ნებართვას საფრანგეთის გუიანას ზღვისპირა ტერიტორიაზე. საფრანგეთში ძიება-მოპოვების სამუშაოებს ასევე ასრულებენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Vermilion Energy, Lundin PetroleumInternational Petroleum CorpGeopetrol. კომპანიების წარმომადგენლები კომენტარის გაკეთებისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებენ. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა 2015 წელს პარიზში კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის შესახებ მიღწეული შეთანხმებაში მონაწილეობაზე, ემანუელ მარკონი ამ შეთანხმების განხორციელების დაჩქარებას ცდილობს. ღონისძიების სახით, 2022 წლისთვის საფრანგეთი ქვანახშირისგან ელექტროენერგიის წარმოების შეწყვეტასა და წარმოებაში ატომური ენერგიის 75%-დან 50%-მდე შემცირებას გეგმავს, გაზრდის რა განახლებადი ენერგიის წილს.

ენერგოდაიჯესტი