10.თებერვალი.2019 14:50
ეკონომიკა, საფინანსო სექტორი

საფონდო ბირჟის მიმოხილვა

საფონდო ბირჟის მიმოხილვა
საქართველოს საფონდო ბირჟაზე გასულ კვირას ერთი მსხვილი გარიგება დაიდო შპს "მ2 კომერციული ქონებების" 2900 ობლიგაციაზე. თითო ფასიანი ქაღალდი 1007 დოლარად გასხვისდა და ჯამურმა ღირებულებამ 2 მილიონ 922 ათასი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ლონდონის საფონდო ბირჟას, სადაც ქართული კომპანიებია დალისტული, Galt and Taggart-ის მონაცემებით, საქართველოს ბანკის 227,576 აქციაზე დაიდო გარიგება და ის 3 მილიონ 604 ათას ფუნტ სტერლინგად გასხვისდა, Georgia Capital-ის 127 ათას აქციაზე მეტი გაიყიდა 1 მილიონ 407 ათას ფუნტად, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის 95,268 აქციაზე დაიდო გარიგება. რაც შეეხება თიბისი ბანკის ფასიან ქაღალდებს, 52,444 აქცია 751,533 ფუნტად გაიყიდა.

ამჟამად საქართველოს ბანკი 779 მილიონი ფუნტი ღირს, Georgia Capital 424 მილიონადაა შეფასებული, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი 309 მილიონად, თიბისი ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 763 მილიონი ფუნტია.

საქართველოს საფონდო ბირჟის ინდექსი GSX არ შეცვლილა და ის 140 ერთეულისგან შედგება, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 31 იანვრის მონაცემებით, 1 მილიარდ 941 მილიონი ლარია.
ავტორი: ლევან თაღიაშვილი



19.თებერვალი.2019 15:31
55

ქობულია TBC ბანკის საქმეზე: "ბრალდება არის სერიოზული და სერიოზული ფაქტებია“

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:53
151

"ხაზარაძე და ჯაფარიძე დეპუტატებთან შესახვედრად მზად არიან"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:42
172

ქობულია ამტკიცებს, რომ "თიბისი ბანკის საქმეს" ანაკლიის პორტის დაფინანსებაზე გავლენა არ ექნება

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:40
148

„იანვარში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი გაუმჯობესდა"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:20
343

როგორი იქნება განახლებული "შერატონ მეტეხი პალასი" - ფოტო

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:03
254

„2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას"

ვრცლად