მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფონდო ბირჟის მიმოხილვა

5ba8aa149f40c
ლევან თაღიაშვილი
24.09.18 14:00
637
სავაჭრო სესიების დროს ეროვნულ ვალუტაში სს ''ლიბერთი ბანკმა” 233,000 აქციაზე მეტი გაყიდა. თუმცა იმის გამო, რომ 1 აქციის ფასი მხოლოდ 3.5 თეთრი იყო, გარიგების საერთო მოცულობამ 8168 ლარი შეადგინა. შედარებით მსხვილი გარიგება დოლარში დაფიქსირდა, "m2 უძრავმა ქონებამ" 100 აქცია გაყიდა, თითო 1053 დოლარად და შესაბამისად 105,383 დოლარი მიიღო. ე.წ ფიქსინგის დროს, “m2 უძრავმა ქონებამ“ ასევე დოლარში 507 აქცია გაასხვისა და ნახევარ მილიონზე მეტი, $531,361  გამოიმუშავა. ეროვნულ ვალუტაში გარიგება დადო სს ''საქართველოს ბანკმა" , მან 30 აქცია გასხვისდა - 1500 ლარად. რაც შეეხება სხვა სიახლეებს, ბირჟის ინდექსი GSX კვლავ უცვლელია და 155 პუნქტს შეადგენს. ის 5 აგვისტოს შემდეგ ფაქტობრივად თვენახევარია ერთი და იგივე ნიშნულზეა. საბაზრო კაპიტალიზაციის ახალი რიცხვები სავარაუდოდ მომავალ კვირაში გახდება ცნობილი. ბოლო ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 2 მილიარდ 257 მილიონი ლარია.