მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში კონკურენციის შეზღუდვის რისკებს ვერ ხედავს

5bf2e218d00ee
სალომე მეცხვარიშვილი
20.11.18 09:50
588
საერთშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში კონკურენციის შეზღუდვის რისკებს ვერ ხედავს,- ამის შესახებ IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო აცხადებს. მისი თქმით, ფონდმა რეგიონულ მიმხოლვაში უბრალოდ მიუთითა, რომ არსებობს კერძო სექტორები, სადაც მხოლოდ 2-3 ძირითადი მოთამაშეა და ხელისუფლებამ აღნიშნულ ვითარებას ყურადღება უნდა მიაქციოს.

„არსებობს რიგი სექტორები, სადაც მაღალი კონცენტრაციაა, მათ შორისაა საბანკო და ჯანდაცვის სექტორი. რაც შეეხება ეფექტურობას, ამ მიმართულებით მაგალითად, საქართველოს საბანკო სექტორს უკეთესი პოზიციები აქვს სხვა განვითარებად ქვეყნებთან შედარებით. მნიშვნელოვანია, რომ კონკურენცია აღნიშნულ სექტორებში მაღალი დარჩეს, რადგან მსგავსი გარემო მომხმარებელზეც და მთლიანად ეკონომიკაზეც დადებითად აისახება. უბრალოდ, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მთავრობამ ყურადღება მიაქციოს აღნიშნულ ვითარებას, რათა სამომავლოდ თავიდან იქნეს აცილებული არაკონკურენტული გარემო ბაზარზე. ამჟამად ამ რისკებს ვერ ვხედავთ“,- აცხადებს პეშო.