მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისთვის შესყიდვები გამარტივებული წესით მოხდება

5b051f7cc0952
თამუნა დემეტრაშვილი
23.05.18 12:00
493
თბილისის მე-10 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისათვის დაგეგმილი შესყიდვები გამარტივებული წესით მოხდება. საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრმა, საზოგადოებრივი ღონისძიების შეზღუდულ ვადებში ჩატარების მოტივით, უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს, რათა გამარტივებული შესყიდვების უფლება მიიღოს. სულ პროექტის ფარგლებში 863 ათასი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული, რაშიც შედის: სასტუმროს მომსახურება; ავიაგადაფრენა; ტვირთის (თეატრალური დეკორაცია, რეკვიზიტები, აპარატურა და ინსტრუმენტები) ტრანსპორტირება; მასპინძელი თეატრების დარბაზების დაქირავება და ტექნიკური მომსახურება; ასევე, დეკორაციის დამზადების სამუშაოები; ადგილობრივი ტრანსპორტის დაქირავება ქალაქში გადაადგილებისათვის და ა.შ. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების სპეციფიკურობიდან გამომდინარე შესყიდვების სატენდერო პროცედურებით გაკეთება შეუძლებელია, რადგან პროცესი საფესტივალო სპექტაკლებისა და თეატრების შერჩევას მოიცავს.

"ელექტრონული ტენდერის ჩატარების პროცედურები ვერ ერგება ფესტივალის ორგანიზებისათვის საჭირო, სპეციფიური შესყიდვის ობიექტების შესყიდვას",-ნათქვამია დასაბუთებაში.

ფესტივალის ფარგლებში გასამართი ყველა წარმოდგენა და ღონისძიება, მიმდინარე წლის ოქტომბერამდე უნდა შედგეს.