მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

5953d5d3a535e
BM.GE
28.06.17 20:12
951
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. ამჯერად ფონდი ქვეყნაში 2,1 %-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, ნაცვლად 2,3%-ისა. მსგავსი პროგზნოი აქვს ფონდს 2018 წლისთვისაც, მანამდე კი IMF ამერიკის შეერთებულ შტატებში 2018 წელს 2,5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა. მიმდინარე წლისთვის თეთრი სახლის პროგნოზიც 3%-ზე დაბალია.

IMF პროგნოზის გაუარესების ერთ-რთი მიზეზად თეთრი სახლის პოლიტიკას ასახელებს. ამასთან, სავალუტოფონდი აღნიშნავს, რომ შტატებს უჭირს მოერგოს გამოწვევებს, რომელიც ტექნოლოგიებიდან და დემოგრაფიულიცვლილებებიდან მოდის.

ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი ტრამპის ადმინისტრაციის სურვილსაც ეხება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში გადასახადების სტრუქტურა უნდა შეიცვალოს, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე კი დანახარჯები გაიზარდოს.