13.ივნისი.2018 21:06
საზოგადოება

საერთაშორისო მედია კვირიკაშვილის გადადგომას აფასებს

საერთაშორისო მედია კვირიკაშვილის გადადგომას აფასებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას, უცხოური მედიაც ეხმაურება, მათ შორის არის Euronews, რომელიც კვირიკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას, ქართული ოცნების ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან არსებულ უთანხოებას უკავშირებს და აღნიშნავს იმას, რომ ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, უნდა გადადგეს მთელი მინისტრთა კაბინეტი და შვიდი დღის განმავლობაში ახალი შემადგენლობით უნდა წარსდგეს.

ასევე კვირიკაშილის გადადგომას, Euronews იმ ბოლო დროინდელ საპროტესტო ტალღასაც უკავშრებს, რომელიც ზაზა სარალიძის თემას ეძღვნება.

„31 მაისს დაიწყო ანტი-სამთავრობო მიტინგები, რომლებიც დეკემბერში ორი მოზარდის მკვლელობის არასწორ საგამოძიებო პროცესს მოჰყვა.

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ლიდერი ზაზა სარალიძე და მისი თანამოაზრეები ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, რადგან სწორედ ეს ადამიანები, მოზარდების მკვლელებს ხელს აფარებენ, იმის გამო რომ მათი მშობლები გენერალურ პროკურატურაში მუშაობდნენ.“ - წერს გამოცემა,  რომელიც კიდევ ერთ საპროტესტო აქციაზე საუბრობს, რომელიც ასევე მაისში გაიმართა საქართველოში პარლამენტის წინ და კლუბების „ბასიანისა“ და „გალერის“ სპეცოპერაციას მიეძღვნა. ამ დროსაც მომიტინგეების მოთხოვნად მთავრობისა და გიორგი კვირიკაშვილის გადადომა სახელდებოდა.

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომაზე წერს reuters-იც რომელიც მის მიერ თანამდებობის დატოვებას, ქვეყნის უმდიდრეს ადამიანსა და „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას ბოლო დროინდელ საპროტესტო აქციებს და ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებას უკავშირებს Aljazeera. გამოცემა წერს, რომ კვირიკაშვილის გადადგომა მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეუთანხმებლობას უკავშირდება.

 

 

 

ავტორი: მარიამ ადამია



16.აგვისტო.2018 19:00
1973

დეკემბრიდან თბილისში „უპატრონო ცხოველების“ გამოსაკვები აპარატები გამოჩნდება

ვრცლად
16.აგვისტო.2018 15:53
344

სუს-მა „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმიანობის შესწავლა დაიწყო

ვრცლად
16.აგვისტო.2018 14:08
1489

სერგეი შამბა: ბათუმი მაინც მაღალი დონეა

ვრცლად
16.აგვისტო.2018 14:08
456

ფინანსისტის რჩევა: როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა ლარის რყევების დროს

ვრცლად
16.აგვისტო.2018 13:30
180

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ჩვენი თვითმიზანი სასტუმროების დახურვა არაა

ვრცლად
15.აგვისტო.2018 19:53
618

მერია 152 სტარტაპერს ბიზნეს-გეგმის დაწერას და ინვესტორის მოძიებას დაუფინანსებს

ვრცლად