მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო სექტორის მოგების ნახევარზე მეტი 4 კომპანიაზე მოდის

5bf40fc47b21a
თამუნა დემეტრაშვილი
20.11.18 17:43
791
სადაზღვევო სექტორის მთლიანი მოგების ნახევარზე მეტი 4 კომპანიაზე მოდის. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის 9 თვეში, ყველაზე მეტი მოგება - 11,5 მილიონი ლარი "ალდაგმა" მიიღო, "თიბისი დაზღვევა“ მომგებიანობის მიხედვით მეორე პოზიციაზეა. 9 თვეში ამ კომპანიამ 6,9 მილიონი ლარის მოგება მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, "თიბისი დაზღვევის“ მოგება თითქმის 6-ჯერაა გაზრდილი. მესამე პოზიციაზე მომგებიანობის მიხედვით "ჯიპიაი ჰოლდინგია" - 3,2 მილიონი ლარით, 2,3 მილინი ლარით კი მეოთხე პოზიციას "იმედი L" იკავებს. ჯამში 4-ვე კომპანიას, მოგების სახით 24 მილიონი ლარი აქვთ მიღებული, მაშინ როცა 17 სადაზღვევო კომპანიის ჯამური მოგების მაჩვენებელმა 9 თვის მონაცემებით 34,6 მილიონი შეადგინა. მეხუთე პოზიციაზეა "ტაო", რომელმაც 9 თვეში 1,5 მილიონილარის მოგება მიიღო, მეხუთეზე კი "ირაო“ 1,2 მილიონის მოგებით. ფინანსური მონაცემების მიხედვით, რეგისტრირებული 17 სადაზღვევო კომპანიიდან, ერთის - "ევროინსის“ გარდა, 3 კვარტალი ყველამ მოგებით დაასრულა