მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF საქართველოში საბანკო და ჯანდაცვის სექტორში დაბალი კონკურენციის რისკებს ხედავს

BM.GE
12.11.18 14:27
880
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში საბანკო და ჯანდაცვის სექტორში დაბალი კონკურენციის რისკებს ხედავს. IMF აღნიშნავს, რომ ამ კონტექსტში ყურადღება უნდა მიექცეს საქართველოში კონკრეტულ სექტორებში მაღალ კონცენტრაციას, რომ თავიდან იყოს აცილებული არაკონკურენტული გარემო. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამ მიმართულებით საბანკო სექტორსა და ჯანდაცვის სერვისებს გამოყოფს. ამ მიმართულებებში დაბალ კონკურენციას თავად ბიზნესიც აღიარებს.