06.დეკემბერი.2018 19:00
ბიზნესი, საფინანსო სექტორი

სადაზღვევო ბაზრის 2018 წლის III კვარტლის მიმოხილვა

სადაზღვევო ბაზრის 2018 წლის III კვარტლის მიმოხილვა
დაზღვევის ზედამხედველის მიერ 19 ნოემბერს გამოქვეყნებული სადაზღვევო სექტორის 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემები რამდენიმე მნიშნელოვან ტრენდს გვიჩვენებს და ინდუსტრიის სამომავლო განვითარებაზე საინტერესო ვარაუდების გაკეთების საშუალებას იძლევა.

ამის შესახებ bm.ge-ის კომპანია „უნისონიდან“ აცნობეს.

III კვარტლის მიმოხილვას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

სექტორის მიერ მოზიდული პრემია ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. ბაზარი 2017 წელთან შედარებით 21%-ით, 71,9 მილიონი ლარით გაიზარდა. თუმცა, აღნიშნული ზრდის თითქმის მესამედი მოდის უცხოური სანომრე ნიშნით მოძრავი ავტომობილების მფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პროგრამაზე.

სავალდებულო დაზღვევის სხვა სახეობებს, სავარაუდოდ, ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. აქ ზუსტი რიცხვების მოყვანა შეუძლებელია, რადგან დაზღვევის ზედამხედველი, სამწუხაროდ, ამგვარი მონაცემების აღრიცხვას არ აწარმოებს.

მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ბაზრის მომგებიანობის თვალსაზრისითაც. წლევანდელი 34,6 მილიონი წმინდა მოგება, 2017 წლის ამავე მაჩვენებელს 21 მილიონით აღემატება.

აღნიშნული ზრდის უდიდესი ნაწილი, 90%-ზე მეტი, ისევ ზემოთხსენებულ სავალდებულო დაზღვევის პროგრამაზე მოდის.

შესაბამისად, საქმე გვაქვს ბაზარზე მოგების დამატებითი წყაროს გაჩენასთან და არა, ზოგადად , ბაზრის სტრუქტურის გაუმჯობესებასთან.

აღნიშნულის დასტურია, ბაზარზე გაჩენილი ახალი მომგებიანი კომპანიები „ტაო დაზღვევა“ და „ჰუალინგ დაზღვევა“. ისინი ფაქტიურად არ ახორციელებნ გაყიდვებს და საოპერაციო საქმიანობას, თუმცა შემოსავალს იღებენ სავალდებულო დაზღვევის პროგრამიდან საკუთარი წილის სახით, რაც პირდაპირ მოგებაში აისახება მიზერული სხვა ხარჯების პირობებში.

მოგების კუთხით ბაზრის ლიდერი ისევ სადაზღვევო კომპანია ალდაგია, რომელსაც თიბისი დაზღვევა მოსდევს. კომპანიეის სამი კვარტლის მოგება, შესაბამისად 11,5 და 6,9 მილიონი ლარით განისაზღვრება.
მოგების ამგვარი მაჩვენებელი განსაკუთრებით საინტერესოა „თიბისი დაზღვევის“ შემთხვევაში, რომელიც მხოლოდ მეორე წელია ბაზარზე ოპერირებს.

ცვლილებებია ბაზარზე წილების კუთხითაც. მოზიდული პრემიის მიხედვით კომპანიების ხუთეული ასე გამოიყურება:

სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" - 87,917,712 ლარი
სს “სადაზღვევო კომპანია ალდაგი" - 62,152,996 ლარი
სს სადაზღვევო კომპანია იმედი L - 51,305,621 ლარი
სს "თიბისი დაზღვევა" - 44,585,529 ლარი
სს სადაზღვევო კომპანია "უნისონი" - 33,077,588 ლარი

როგორც მონაცემებიდან ჩანს, პირველ ხუთეულში სამი ბანკების მფლობელობაში ან მათთან აფილირებული კომპანიაა.

დღეისთვის ბაზარზე 6 ასეთი კომპანიაა, რომლებზეც მთლიანი სექტორის მოგების 70%-მდე მოდის.

ხუთეულს წელს შეემატა სადაზღვევო კომპანია „უნისონი“. კომპანია ტრადიციულად არასამედიცინო მიმართულების სიძლიერით გამოირჩევა, თუმცა ბოლო წლებია აქტიურად ავითარებს სამედიცინო დაზღვევის მიმართულებასაც.

წელს კომპანიას ქონების დაზღვევის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდა. აქ „უნისონმა „მეორე ადგილზე გადაინაცვლა მოზიდული პრემიის მიხედვით და ქონების დაზღვევის ბაზრის 22%-იანი წილი დაიკავა.

კომპანია ბაზრის უპირობო ლიდერად რჩება საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის დაზღვევის მიმართულებითაც.

„უნისონს“ მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდა სამოგზაურო დაზღვევის კუთხითაც, სადაც საცალო სეგმენტზე მოზიდული პრემიის კუთხით მესამე ადგილი დაიკავა.
2018 წლის სამი კვარტლის მონაცემების შეჯამებით, შეიძლება რამდენიმე დასკვნა გამოვიტანოთ:

1. ინდუსტრია იზრდება და ზრდის ძირითადი მამოძრავებელი სავალდებულო დაზღვევის პროგრამებია;
2. დაზღვევის ინდუსტრიაში კიდევ უფრო იზრდება ბანკების ან მათთან აფილირებული სადაზღვევო კომპანიების წილი. როგორც იკვეთება, სავალდებულო დაზღვევის პროგრამები, აღნიშნულის მნიშვნელოვანი მოტივატორია;
3. ბაზარი მომგებიანი ხდება, ძირითადად, სავალდებულო დაზღევის ერთი პროგრამის დამსახურებით. შესაბამისად, ბაზრის სტრუქტურაში ისევ რჩება პრობლემები, რაც კომპანიების დიდ ნაწილს მოგებაზე გასვლაში უშლის ხელს;
4. სექტორისთვის კვლავინდებურად დიდ ტვირთად რჩება ჯანმრთელობის დაზღევის მიმართულება, რაც მინიმალურ მოგებას, ან ხშირ შემთხვევაში ზარალს ნიშნავს სადაზღვევო კომპანიებისთვის.



16.დეკემბერი.2018 19:44
83

EBRD-მა "თიბისი ბანკს" $6.8 მილიონის ოდენობის სესხი გამოუყო

ვრცლად
16.დეკემბერი.2018 18:30
96

,,ჩირი ქენდიმ“ ხელნაკეთი შოკოლადების ბონბონერი გამოუშვა

ვრცლად
16.დეკემბერი.2018 18:00
375

„არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა მენეჯმენტს კომპანია მომგებიანი ეგონა, მაგრამ სინამდვილეში წაგებაზე მუშაობდა”

ვრცლად
16.დეკემბერი.2018 16:55
96

2014-2018 წლებში საქართველოში 8.4 მლნ დოლარის სანადირო თოფის იმპორტი განხორციელდა

ვრცლად
16.დეკემბერი.2018 13:40
222

3.6 მლნ ლარად „მთავრობა კურორტ გოდერძიზე სასტუმროს, კოტეჯებსა და მიწის ნაკვეთს ყიდის

ვრცლად
16.დეკემბერი.2018 12:15
183

,,ლაურუსმა“ დაფასოებული დაფნის წარმოება დაიწყო - კომპანია რუსეთში ექსპორტისთვის ემზადება

ვრცლად