მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად სწავლობდნენ ყველაზე მდიდარი ამერიკელები

5b27cb7ee9e44
კესო კაციტაძე
18.06.18 20:20
1628
"Microsoft"-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი 1973 წელს Harvard უნივერსიტეტში ჩაირიცხა, 1975 წელს კი თავის მეგობარ პოლ ალენთან ერთად მსოფლიოს ერთ–ერთი უმსხვილესი კომპანია Microsoft დაარსა. ამჟამად მისი ქონება 90 მილიარდ დოლარს შეადგენს.

"Berkshire Hathaway"–ს აღმასრულებელი დირექტორი უორენ ბაფეტი ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. ბაფეტმა სკოლაში სწავლის პერიოდში განახორციელა რამდენიმე მომგებიანი იდეა: გაზეთების მიწოდება, გოლფის ბურთებისა და მარკების გაყიდვა. მისი ამჟამინდელი აქტივები კი 84 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა კი Harvard -ის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი აირჩია, თუმცა სკოლის ასაკში დაწერა პროგრამა MP3-player Winamp. პროგრამის ინტერნეტში გამოჩენის შემდეგ Microsoft მზად იყო მის სანაცვლოდ 2 მილიონი დოლარი გადაეხადა და ახალგაზრდა ცუკერბერგი კომპანიაში მიეწვია, მაგრამ მან უარი განაცხადა და მოგვიანებით FACEBOOK ჰარვარდისთვის შექმნა. ცუკერბერგის ამჟამინდელი ქონება 71 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორი ილონ მასკი კი ჯერ ონტარიოს შტატში ქუინსის უნივერსიტეტში შემდეგ კი პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობდა, რომელიც მილიარდერებისთვის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სასწავლებელია. ილონ მასკის ამჟამინდელი ქონება დაახლოებით 19,9 მილიარდი დოლარია.