მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად მოგზაურობენ ქართველები - საქსტატი ახალ კვლევას იწყებს

5b017d412f987
თელარა გელანტია
20.05.18 18:58
986
საქსტატის ტურიზმის კვლევის განყოფილების უფროს ბადრი კვაჭაძის განცხადებით, სტატისტიკი ეროვნული სამსახური, სავარაუდოდ, 2019 წლიდან ახალ კვლევას ჩაატარებს.

ამის შესახებ კვაჭაძემ BM.ge-ის განუცხადა.

„ზოგადად, ტურიზმი ხასიათდება სამი კვლევით. პირველი - სად ახორციელებენ ვიზიტებს საქართველოს რეზიდენტები ქვეყნის შიგნით ანუ შიდა ტურიზმის კვლევა; მეორეა - უცხოელ ვიზიტორთა კვლევა და მესამე - სად მოგზაურეობენ ქართველები საზღვარგარეთ. მესამე ტიპის კვლევას საქსტატი, ჯერჯერობით, არ ატარებს, მაგრამ მომავალში იგეგმება მისი დაწყება და ინფორმაციის დამუშავება, - განაცხადა კვაჭაძემ.

მისივე თქმით, კვლევა სავარაუდოდ, 2019 წელს დაიწყება.

„კვლევა UNWTO-ს მეთოდოლოგიით ჩატარდება. რესპონდენტებს, სავარაუდოდ, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გამოვკითხავთ. კვლევის ჩატარება მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რომელ ქვეყნებში მოგზაურობენ ქართველები, რამდენს ხარჯავენ და ა.შ.“, - აღნიშნა კვაჭაძემ.

შეგახსენებთ, უცხოელ ვიზიტორთა შესახებ საქსტატის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2017 წელს საქართველოში უცხოელების მიერ ვიზიტზე გაწული საშუალო ხარჯი 888.7 ლარია. ყველაზე მეტ ფულს ვიზიტორები საკვებსა და სასმელში ხარჯავენ, შემოსავლების 25.6% სწორედ ამ კატეგორიაზე მოდის. მეორე ადგილს 23%-ით განთავსება იკავებს, 18.5%-ით კი მესამე ადგილზე გართობაა.