11.იანვარი.2019 16:51
საზოგადოება

სად მიიღებთ “ტამიფლუს” უფასოდ?

სად მიიღებთ “ტამიფლუს” უფასოდ?
საქართველოს მთავრობამ “ტამიფლუს” სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო; მოქალაქეებს 12 იანვრიდან მედიკამენტის მიღება უფასოდ შეეძლებათ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ აფთიაქებთან “ტამიფლუს” გაცემაზე მოალაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა.

გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის დაზუსტებით შეიძლება თქმა, რომ ეს პრეპარატი უფასოდ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში გაიცემა.

“დღევანდლამდე მოგეხსენებათ, რომ “ტამიფლუ” უფასო იყო ადამიანთა ფართო ჯგუფისთვის - 18 წლამდე პირები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, ორსულები და მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. დღევანდლამდე ამ ადამიანთათვის იყო უფასო “ტამიფლუ”. დღემდე ეს პრეპარატი უფასოდ გაიცემოდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცებტრში. ეს არის ე.წ. პატარა დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ყველა ამ ცენტრში დღეს დევს “ტამიფლუს” გარკვეული მარაგი და ეძლევა ამ კატეგორიის პირებს. გაცემა ხდება ფორმა 100-ის საფუძველზე. ხვალიდან, როდესაც ძალაში შევა, იგივე ცენტრებში წამლის გაცემა მოხდება ყველა ადამიანზე, ვისაც ის სჭირდება.

ამავე დროს დაემატება, პირველადი ჯანდაცვის ცენტრები. “ტამიფლუ” გაიცემა ასევე, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებიდან - თბილისში 5 ცენტრი არსებობს. გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკება ფარმაცევტულ ქსელებთან, რათა იქაც გახდეს ამ პრეპარატის მიღება შესაძლებელი, თუმცა ჯერ ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუ რა ფორმით და როგორ მოხდება გაცემა ამ დროისთვის უცნობია,” - განაცხადა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ამირან გამყრელიძემ.



20.მარტი.2019 21:49
104

„5-6 წლის განმავლობაში ახალი სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე 7 მლრდ დაიხარჯება“

ვრცლად
20.მარტი.2019 16:13
3038

ჭავჭავაძის გამზირზე კერძო ავტომანქანები გაჩერებას ვეღარ შეძლებენ - რა არის მერიის მიზანი?

ვრცლად
20.მარტი.2019 14:48
2035

გაგარინის მოედანზე „იოლის“ მაღაზიიდან მოქალაქემ ვისკი მოიპარა

ვრცლად
20.მარტი.2019 13:37
872

მერია მშრალი ხიდის რეაბილიტაციას იწყებს - სად გადავლენ მოვაჭრეები?

ვრცლად
20.მარტი.2019 13:19
1136

Swarovski გატეხეს - წაღებულია ფულის შესანახი ცარიელი ყუთი

ვრცლად
20.მარტი.2019 11:47
398

"27 ოჯახს გავაბედნიერებთ - მათ საცხოვრებელი ფართი დაუკანონდებათ"

ვრცლად