მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად ცხოვრობს ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი

5ba26748c3ea0
ანუკა ჯოხაძე
19.09.18 21:00
1614
ექსპერტებმა ორგანიზაცია Wealth-X-ის ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელშიც ნაჩვენებია იმ ქვეყნების ტოპ ხუთეული, სადაც ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი ცხოვრობს, მათი წლიური შემოსავლები კი 30 მილიონზე მეტია. 2017 წლის რეიტინგისგან განსხვავებით, წელს პირველი ადგილი სხვა ქვეყანამ დაიკავა.

კანადა იმ ქვეყნებიდან ერთ-ერთია, სადაც ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანა მაღალანაზღაურებადი სფეროების სიმრავლითაა ცნობილი, საიდანაც დასაქმებულები დიდი თანხების მობილიზებას ახერხებენ. Forbes მონაცემებით, კანადას 46 მილიარდერი ჰყავს, მათ შორის კი ყველაზე მდიდარი 25 მილიარდი ამერიკული დოლარით დევიდ ტომსონია, რომლის აქტივების ძირითადი წილი მედია საქმიანობას უკავშირდება.

მეოთხე ადგილი კი გერმანიამ დაიკავა, სადაც კანადასთან შედარებით არანაკლები რაოდენობის მდიდარი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანაში ტექნოლოგიური სფერო განსაკუთრებით განვითარებულია. ამასთან, საქონელ ბრუნვის მოცულობთ ეს ქვეყანა მთელ მსოფლიოში მესამე ადგილზეა. გერმანიაში განსაკუთრებით მაღალანაზღაურებადი ქალების რიცხვი გაიზარდა.

2017 წელს მდიდარი ადამიანების რიცხვი 35000 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 13,7%-ით მეტია.

ქვეყანა კი რომელიც მესამე ადგილს იკავებს, მსოფლიოში სიახლეებისა და ინოვაციების სიმრავლითაა ცნობილი. ეს იაპონიაა, სადაც მოსახლეობა ქვეყნის სწრაფ განვითარებას ყველაზე მეტად უწყობს ფეხს, შესაბამისად, მათი შემოსავლებიც დღითიდღე იზრდება. იაპონიას ჩინეთი მოსდევს, რომელიც საერთო რეიტინგში მეორე ადგილზე გავიდა. კვლევის თანახმად, სახელმწიფოში დაახლოებით 26 885 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა ანაზღაურება საგრძნობლად მაღალია.

ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარების კვალდაკვალ მდიდარი ადამიანების რიცხვი სულ უფრო იზრდება.

სიის სათავეშია ამერიკის შეერთებული შტატები, მთელი მსოფლიოს შეძლებული ადამიანების 31% სწორედ ამ ქვეყანაში ცხოვრობს. ძლიერი ეკონომიკა, აქტიური პოლიტიკური ცხოვრება, ინოვაციებისა და სამეცნიერო მიღწევების სიმრავლე- ეს ის მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელიც საბოლოო ჯამში ამერიკაში ცხოვრების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.