28.მარტი.2016 15:05
ეკონომიკა

საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაზე ხადური და ქუმსიშვილი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ

საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაზე ხადური და ქუმსიშვილი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ
ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მოგების გადასახადის რეფორმის 2017 წლამდე ამოქმედების გადადადების მიუხედავად, საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას არ გამორიცხავს.
 
ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა "ბიზნესკონტაქტის" კითხვას - "რატომ მოიხსნა მთავრობის დღის წესრიგიდან ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება იმდენი მილიონით მაინც, რამდენითაც იყო შესაძელებელი".

ეკონომიკის მინისტრისგან განსხვავებით, რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ წელს საბიუჯეტო ხარჯების შემცირება არ იგეგმება.

დიმიტრი ქუმსიშვილმა კი, "ბიზნესკონტაქტს" უთხრა, რომ ნოდარ ხადურის განცხადებას არ იცნობს.

"ნოდარ ხადურის კომენტარი არ მომისმენია. მე რასაც ვმუშაობ ფინანსთა სამინისტროსთან, შემცირებაზე და პრიორიტეტების გადანაწილებაზე ნამდვილად არის საუბარი. მოდით, დაველოდოთ მოვლენებს. ეს ინფორმაცია ყველასთვის გამჭვირვალე იქნება. ამ წუთებში სამუშო პროცესი მიმდინარეობს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

"ბიზნესკონტაქტის" კითხვაზე - "წელს იგეგმება ადმინისტრციული ხარჯების შემცირება“?, ვიცე-პრემიერი მოკლე პასუხით შემოიფარგლა - "წესით უნდა იყოს“.

ცნობისთვის, მოგების გადასახადის რეფომის 2017 წლამდე გადადებას უკავშირებენ ფინანსთა სამინისტროში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შემცირების გადადებასაც.

"საგადასახადო რეფორმის მიმდინარე წელს განხორციელების შემთხვევაში, ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდებოდა, თუმცა ეს არ იქნებოდა საკმარისი, ვინაიდან 400,0 მლნ ლარის ადმინისტრაციული ხარჯის შემცირება თეორიულადაც კი შეუძლებელია, ამიტომ საჭირო იქნებოდა დამატებით ზოგიერთი პროგრამის შემცირება (გარდა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამებისა). მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო რეფორმის განხორციელება გადაწყდა მომდევნო წლიდან, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ მუშაობას ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის მიმართულებით და გამოთავისუფლებული რესურსი მიმართული იქნება დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად", - აცხადებენ ნოდარ ხადურის უწყებაში.
ავტორი: თელარა გელანტია



16.თებერვალი.2019 20:10
1213

როგორ ემზადებიან მეთხილეები გაზაფხულისთვის?

ვრცლად
16.თებერვალი.2019 19:30
1347

ბიზნესომბუდსმენი: "ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას დიდი სიფრთხილე სჭირდება"

ვრცლად
16.თებერვალი.2019 18:30
1476

გაზსაცავის წინასამშენებლო სამუშაოები 2019 წლის მეორე ნახევარში იგეგმება

ვრცლად
16.თებერვალი.2019 18:00
1577

რა თანხა დაიხარჯა ონში უხარისხოდ დაგებულ გზებზე? – აუდიტის დასკვნა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 16:40
1926

2018 წლის იანვართან შედარებით, ქარის სადგურის გამომუშავება 8%–ით შემცირდა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 16:00
935

მთავრობა ქარსაცავი ზონების მოწესრიგებისთვის კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს

ვრცლად