26.დეკემბერი.2015 18:23
ეკონომიკა

საბერძნეთში მცხოვრები ქართველებისთვის სამართლებრივი პროცედურების წარმოება გამარტივდა

საბერძნეთში მცხოვრები ქართველებისთვის სამართლებრივი პროცედურების წარმოება გამარტივდა
საბერძნეთმა საქართველოს მიმართ აპოსტილის კონვენციის მოქმედებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა მოხსნა. მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, ჰააგის კერძო საერთაშორისო სამართლის კონვენციის მუდმივმოქმედმა ბიურომ (HCCH) დაადასტურა, რომ აპოსტილის კონვენცია საბერძნეთსა და საქართველოს შორის ძალაში შევიდა.
 
"გადაწყვეტილება საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს მოიცავს. საბერძნეთში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეები ვერ ახერხებდნენ საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებებში პირადად გამოცხადებას და შესაბამისი პროცედურების გავლას, კერძოდ მინდობილობის დამოწმებას. ბერძნული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით კი საბერძნეთში ლეგალური სტატუსის არმქონე საქართველოს მოქალაქეები უკვე შეძლებენ საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული და აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების წარდგენას საბერძნეთის ოფიციალურ უწყებებში.

თითოეული დოკუმენტის დამოწმების საფასური 50 ევროთი შემცირდება, ვინაიდან აღარ იქნება საჭირო ლეგალიზაციისათვის დოკუმენტის წარდგენა საქართველოში საბერძნეთის საკონსულოში.

დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის საკმარისი იქნება მხოლოდ ერთი ინსტანციის გავლა, კერძოდ, დოკუმენტების შინაარსის მიხედვით, იუსტიციის სახლისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ან განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში მათი წარდგენა", - განმარტავენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. 



19.ივნისი.2018 21:00
121

"მოგების გადასახადის რეფორმა ცალსახად პოზიტიური იყო"

ვრცლად
19.ივნისი.2018 20:13
89

"მცირე მთავრობის კონცეფციას მხარს ვუჭერ"

ვრცლად
19.ივნისი.2018 18:43
854

რატომ შემცირდა რკინიგზის ტვირთბრუნვა? - ბახტაძის პასუხი

ვრცლად
19.ივნისი.2018 18:22
94

თელავში ტექნოპარკი სექტემბერში გაიხსნება

ვრცლად
19.ივნისი.2018 18:18
56

სემეკი მომხმარებლისთვის ვებ-გვერდს შექმნის

ვრცლად
19.ივნისი.2018 18:05
113

"ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომსახურების ხარისხი გაუმჯობესებულია"

ვრცლად