მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბერძნეთის ხელისუფლებამ სალონიკის პორტი 232 მილიონ ევროდ გაყიდა

5901c65caa996
BM.GE
27.04.17 14:21
1444
ბერძნული პრივატიზაციის ფონდი HRADF-ის ცნობით, სამი კომპანიის კონსორციუმმა სალონიკის პორტის აქციების 67%-ში 231მილიონი ევრო გადაიხადა. პორტი მათ მფლობელობაში 2051 წლამდე იქნება.

კონსორციუმი მოიცავს Deutsche Invest Equity Partners GmbH, Belterra Investments LTD და Terminal Link SAS-ს.

ფონდის განცხადებით, აღნიშნული ხელშეკრულების საერთო ღირებულება 1.1 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს თანხა გარდა 231მილიონი ევროსი, 180 მილიონი ევროს ღირებულების ინვესტიციებს მოიცავს, რომელიც მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს და მოსალოდნელი შემოსავალი საბერძნეთის სახელმწიფოსთვის აღნიშნული შეთანხმებიდან საერთო ღირებულებით 170 მილიონ ევროს შადგენს.

საერთო თანხაში მოსალოდნელი დივიდენდები შედის, რომელიც HRADF-სგან იქნება მიღებული.