მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო სესხებზე ხელმისაწვდომობის სიმარტივით საქართველო მსოფლიოში 46-ე ადგილზეა

5a362cc4557ee
BM.GE
17.12.17 16:00
1250
ბიზნეს სესხებზე ხელმისაწვდომობის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 46-ე ადგილზეა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) რეიტინგი 137 ქვეყნის მონაცემს ჯამში 7 ქულით აფასებს, სადაც 7 საუკეთესო, ხოლო 1 კი ყველაზე დაბალი შეფასებაა.

საქართველოს სარეიტინგო ქულა 4,2-ია.

სესხებზე ხელმისაწვდომობის სიმარტივის კუთხით პირველ ათეულს იკავებენ:

ახალი ზელანდია - 5,7 ქულა
ამერიკის შეერთებული შტატები - 5,5 ქულა
სინგაპური - 5,5 ქულა
ფინეთი - 5,4 ქულა
გვინეა - 5,4 ქულა
ტაივანი - 5,4 ქულა
კატარი - 5,3 ქულა
იაპონია - 5,2 ქულა
არაბეთის გაერთიანებული საემიროები - 5,2 ქულა
გერმანია - 5,2 ქულა

საქართველოს მეზობელი თურქეთი სიაში 51-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 57-ზე, სომხეთი 65-ზე, ხოლო რუსეთი კი 110-ზე. რეიტინგში 103-ე პოზიციაზეა უკრაინა.