მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო სექტორში არასაბანკო დეპოზიტებისა და საკრედიტო დაბანდების მოცულობა შემცირდა

58ff5ab040c2d
BM.GE
25.04.17 18:17
794
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი აპრილისათვის 16.1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 470.6 მლნ ლარით ანუ 2.8 პროცენტით ნაკლებია პირველი მარტისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.9 პროცენტით მეტი). მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 314.6 მლნ ლარით ანუ 3.4 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.0 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 156.0 მლნ ლარით, ანუ 2.1 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.9 პროცენტით).

ეროვნული ბანკის ცნობით, მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 30.81 პროცენტი შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.10 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.4 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.5 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 2.8 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.6 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 12.9 პროცენტი შეადგინა.

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2017 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 307.4 მლნ ლარით (1.6 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.8 პროცენტით გაიზარდა) და 2017 წლის პირველი აპრილისთვის 18.4 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 396.6 მლნ ლარით (5.8 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 704.1 მლნ ლარით (5.9 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით შემცირდა).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.1 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.6 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 6.2 მლრდ ლარის (4.4 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.9 პროცენტით მეტი).

2017 წლის მარტის განმავლობაში 0.7 პროცენტით ანუ 63.2 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 9.3 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 39.07 პროცენტი შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 1.46 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.