მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო სექტორს უცხოელებზე მიწის მიყიდვასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე შენიშვნები აქვს

5948f46146fce
სალომე მეცხვარიშვილი
20.06.17 15:20
1077
საბანკო სექტორს უცხოელებზე მიწის მიყიდვასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე შენიშვნები აქვს. საუბარია ახალ ვალდებულებაზე, რომლითაც უცხოური კაპიტალით შექმნილმა ბანკმა სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული მიწა მის საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში პირველივე წელს უნდა გაასხვისოს. 

როგორც "ვითიბი ბანკის" პრეზიდენტი არჩილ კონცელიძე "საქმის კურსთან" ამბობს, მათ სურთ, რომ ეს ვადა შეიცვალოს და 3-4- წლამდე მაინც გაიზარდოს.

"ეს არ არის საბოლოო ვარიანტი, ამაზე მუშაობა, როგორც მე ვიცი, მიმდინარეობს. ჩვენ გვინდა, რომ ეს ვადა იყოს ცოტა უფრო გრძელი. ერთი წელიც ალბათ ადეკვატურია, თუმცა, ჩვენ ვცდილობთ, გავაგრძელოთ ეს ვადა. 3-4- წელი იქნება ოპტიმალური ვადა",- აცხადებს კონცელიძე.

რაც შეეხება შეკითხვას, შეზღუდვის ამოქმედების შემთხვევაში რა გავლენა ექნება ამას ქართული მიწის ფასზე, ბანკირი ამბობს, რომ დიდ ცვლილებებს არ ელოდება.

"მე ვერ ვხედავ რაიმე დიდი ცვლილებას ფასში, ისედაც საკმაოდ კარგი მოთხოვნაა მიწებზე. საქართველოს მიწის მთავარი პრობლემაა ის, რომ დიდი ფართები არ არის, არის დაყოფილი. მორალურად რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტლება ამაზე მე ვერ გიპასუხებთ. ეს პოლიტიკოსების საქმეა",- აცხადებს კონცელიძე.

"საქმის კურსის" ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობა საბანკო სექტორთან კონსულტაციებს მართავს.