მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საბანკო რეგულაციის გავლენით ავტომობილების გაყიდვები 20-30%-ით შემცირდა"

5b54559d5f12c
ელენე გოგბერაშვილი
22.07.18 14:45
897
მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის რეგულაცია ძალაში შევიდა და ბანკები სესხებს შემოსავლების დადასტურების გარეშე აღარ გასცემენ, ავტოიმპორტიორთა ნაწილი აცხადებს, რომ რეგულაციის გავლენით გაყიდვების მნიშვნელოვანი კლება აქვთ.
 
როგორც კომპანია MYCAR.GE-ს  გენერალური დირექტორი BM.GE-თან აცხადებს, მათი მომხმარებლების დიდი ნაწილი დამოკიდებული იყო საბანკო კრედიტზე, შესაბამისად, ბანკების მხრიდან ახალმა მოთხოვნებმა გამოიწვია ის, რომ ავტომობილების გაყიდვები 20-30%-ით შემცირდა.

“მას შემდეგ, რაც სესხის გაცემის წესი შეიცვალა, მომხმარებლებს უჭირთ ავტომობილების შეძენა. ჩვენს ბიზნესზე ამ ცვლილებების გავლენა  20-30%-ით შემცირებული გაყიდვებია.
 
დავით რეხვიაშვილი საავტომობილო ბაზარზე არსებულ ტენდენციაზეს საუბრობს და აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მოთხოვნა ყველაზე ხშირად ელექტრომობილებსა და ჰიბრიდულ ავტომობილებზეა.